მსოფლიო პირველი ქალი, რომელიც ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა 2020, 3 ნოემბერი, 11:57 50 წლის ნანაია მაჰუტა ახალ ზელანდიაში საგარეო საქმეტა მინისტრი გახდა. ის პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს იკავებს. მაჰუტამ ქვეყნის პარლამენტში 20 წელზე მეტი იმუშავა. ის მაორის, ახლაი ზელანდიის ძირეული მკვიდრი ტომის წარმომადგენელია. 2016 წელს ქალმა მაორის ტრადიციული ტატუ გაიკეთა ნიკაპზე, რომელიც ყველას ამცნობს თავისი წარმომავლობისა და ისტორიის შესახებ.
“ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხალხი იფიქრებს სხვა ქალებზეც ამ პარლამენტში. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა, პირველი ქვეყანა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროგრესულები ვართ ქალებთან დაკავშირებულ საკითხებში. იმედი მაქვს, რომ ახალი ზელანდიის მასშტაბით შერეული წარმოშობის მრავალი სხვა ქალი ამას ბიძგად ჩათვლის და დაინახავენ გას სხვა სფეროებში, რომლებიც პროფესიული თვალსაზრისით ჩვენთვის დახურული იყო.''- ამბობს მაჰუტა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდენმა ახალი ფორმირებული კაბინეტი გასაოცრად მრავალფეროვნად დაასახელა, რადგან ქვეყნის ვიცე პრემიერი გრანტ რობერტსონი პირველი გეია, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა. ახლა პარლამენტის ნახევარს ქალები წარმოადგენენ, მათი დაახლოებით 10 % კი ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები არიან. 308 შეფასება არ არის
|