ისტორია პირველი ავტომობილი საქართველოში 2020, 2 ნოემბერი, 3:28 1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გოთუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით. დღესდღეისობით მისი ზუსტი მაკეტი სენაკში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. ასევე იგი პირველი სამარშუტო ტაქსი იყო საქართველოში მას მგზავრები სენაკი-ზუგდიდის მიმართულებით გადაჰყავდა და მგზავრობა ერთი მანეთი და 20 კაპიკი ღირდა 791 1-ს მოსწონს
|