განათლება მაჰათმა განდის ცხოვრებისეული გამონათქვამები 2018, 26 მარტი, 2:29 #1... პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ; #2... სუსტს შეუძლია არასდროს აპატიოს. მიტევება ძლიერთა თვისებაა; #3... ბედნიერებაა, როცა თქვენი ფიქრები, სიტყვები და მოქმედება ჰარმონიაშია ერთმანეთთან.; #4... დედამიწაზე მრავლადაა ხალხი, რომელიც იმდენად მშიერია, რომ ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეიძლება ღმერთი მოევლინოს, პურია. #5... როდესაც სასოწარკვეთას მივეცემი მახსენდება, რომ ისტორიაში სიმართლისა და სიყვარულის გზა ყოველთვის იმარჯვებდა. არსებობდნენ მკვლელები და ტირანები, რომელნიც დაუმარცხებლად შეიძლებოდა მიგვეჩნია, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი მარცხდებოდა. იფიქრეთ ამაზე. #6... ვერასოდეს ვხდებით რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე არ ვკარგავთ მას. #7... მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები. ისინი საერთოდ არ გვანან მას. #8... გძულდეს ცოდვა. გიყვარდეს ცოდვილი. #9... ლოცვაში უმჯობესია იყოს გული სიტყვების გარეშე, ვიდრე სიტყვები გულის გარეშე. #10... დედამიწას შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანთა საჭიროებები და არა მათი სიხარბე. 223 1-ს მოსწონს
|