x
image
კატაპულტი
როგორ დავიზღვიოთ თავი კორონავირუსისგან ავტომობილით მგზავრობისას? – ეს უნდა იცოდეთ!
image
მსოფლიოს მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის კორონავირუსს. არავის სურს ამ ინფექციით დაინფიცირება და ამისათვის ათასგვარ ხერხს მიმართავენ. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ავტომობილის მგზავრობისას გამოგადგებათ:

1. თავი შეიკავეთ დაინფიცირებულ პირთან ან ამ უკანასკნელთან კონტაქტში მყოფ ადამიანთან ერთად მგზავრობას.

2. რაც უფრო ცოტა ადამიანი იქნება ავტომობილში, მით უკეთესი.

3. ერთზე მეტი ადამიანის შემთხვევაში, მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია.


4. მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას იმ პირებთან ერთად, ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ.

5. შეძლებისდაგვარად, იმგზავრეთ ერთი და იგივე ადამიანებთან ერთად.

6. ავტომობილში ჩაჯდომისთანავე გაიკეთეთ ნიღბები.

7. მძღოლები მოერიდეთ ხელნაკეთი პირბადეების გამოყენებას( ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამისათვის სერიოზული ჯარიმაა დაწესებული)

8. გაიკეთეთ ხელების დეზინფექცია მგზავრობამდე და მის შემდეგ.

9. საგულდაგულოდ გაწმინდეთ ავტომობილის ის ადგილები, რომელთაც მგზავრობისას შეეხეთ ( სახელურები, სავარძლები, ღილაკები და ა.შ.)

10. კონდიციონერი, გათბობა გამოიყენეთ მხოლოდ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

1) ჩართეთ სისტემა დაბალ დონეზე.

2) აუცილებლად აირჩიეთ ღილაკი, რომლის საშუალებითაც გარედან შემოვა ჰაერი.

3) სასურველია, მცირედით მაინც ჩამოწიოთ ორი ფანჯარა.

4) აუცილებელია, გამორთოთ შიდა ცირკულაციის რეჟიმი, რათა ერთი და იგივე ჰაერის ჩასუნთქვა არ მოხდეს.


ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია ის შეცდომა, რომელსაც მძღოლები ხშირად უშვებენ. იგულისხმება პირბადის უკანა ხედვის სარკეზე ჩამოკიდება, რაც, კვლევების მიხედვით, ხშირად ხდება ავტოავარიების მიზეზი, ხედვის არეალის დაფარვის გამო.


P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!


ასევე საინტერესოა:

ნახევრად სახალისო იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილები საქართველოში

თუ თქვენი ავტომობილი და თქვენი თავი გიყვართ, ეს სტატია თქვენთვისაა


რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!


ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე (ნაწილი 4)


პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა


1
243
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
243
  
2020, 13 ნოემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1