შოუბიზნესი ეკა მამალაძე იხსენებს ლიკა ქავჟარაძეს: 2020, 30 ოქტომბერი, 15:26 "მე და ლიკა კლასელები ვიყავით, მუსიკაზეც ერთად დავდიოდით, ჩვენი მარშრუტი გვქონდა, გაკვეთილის შემდეგ ერთად უნდა ჩამოგვევლო რუსთაველზე, ლაღიძის წყალი დაგველია და რუსთაველის მეტრომდე ფეხით გაგვევლო, იქ იყოფოდა ჩვენი გზები, სახლებში მივდიოდით სხვადასხვა ტრანსპორტით. ძალიან ნიჭიერი იყო მუსიკაში და რაც მთავარია ძალიან ბეჯითი, სახლში რომ მივდიოდი მე ბებია მხვდებოდა, სადილი გამზადებული, ლიკა რომ მივიდოდა, არავინ არ ხვდებოდა, დედა და ბებია ქიმიკოსები იყვნენ და სულ მუშაობდნენ. მივიდოდა, მიხედავდა თავის თავს და საათობით მეცადნეობდა. არაფერს გაახალტურებდა.
წლებთან ერთად ისე მოხდა რომ ჩვენი კონტაქტი გაიშვიათდა, პრობლემების ფონზე ხშირად ვეღარ ვხვდებოდით მეგობრები, ძალიან უყვარდა მისი დაბადების დღე, ოქტომბრის ბოლოს დაბადებული თვის დასაწყისში მირეკავდა, ხომ იცი 26- ში ჩემთან ხარო, ჯერ რა დროს ოცდაცხრაა ლიკათქო, ვეხუმრებოდი, მაგრამ ასე გამოხატავდა რომ უყვარდა მისი დაბადების დღე.
უცნაურად იცოდა დარეკვა, შეიძლება დიდი ხანი არ გვქონოდა კონტაქტი დქ უცებ დარეკავდა, რას შვები? ისეთი ინტონაციით თითქოს 20 წუთის წინ ვილაპარაკეთ ბოლოს და გადმომირეკა. ძალიან მოსიყვარულე იყო ჩვენი ლიკა. "
200 შეფასება არ არის
|