შიდა ქართლი გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს 2020, 30 ოქტომბერი, 10:10 წუხელ გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს..
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი. როგორც კლინიკა "გორმედში" განაცხადეს, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
146 3-ს მოსწონს
|