სხვა ველური ბუნება 2020-ის ყველაზე სასაცილო ფოტო უკვე გამოვლენილია 2020, 28 ოქტომბერი, 22:27 კონკურსის "Comedy Wildlife Photography Awards" ჟიურიმ უკვე დაასახელა 2020 წლის გამარჯვებული ფოტო. სურათზე გამოსახულია უზარმაზარი კუ, სახელად "ტერი", რომელიც თითქოს ფოტოგრაფს უჩვენებს "შუა თითს".2020 წლის ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოკუ ტერის ფოტო გადაღებულია ავსტრალიის შტატ კვინსლენდის კუნძულ ლედი-ელიოტზე. ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება გვამცნო გამარჯვებული ფოტოს ინსტრაგრამზე განთავსებით.გიგანტური კუს სასაცილო ჟესტის ამსახველი ფოტოს ავტორია მარკ ფიცპატრიკი. ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ცხოველმა მას უჩვენა თავხედური ჟესტი (შუა თითი), როცა იგი ცურავდა ავსტრალიის შტატ კვინსლენდში, კუნძულ ლედი-ელიოტთან ახლოს.გამარჯვებული ფოტოს ავტორი საჩუქრად მიიღებს ტანზანიიდან ხელნაკეთ თასს, საგზურს საფარში, მასაი მარას ნაკრძალში, კენიაში, ასევე, ნიკონის ახალ კამერას."ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რომ მივიღე წლის კომედიის ფოტოგრაფის ტიტული. როცა ვუღებდი კუ ტერის, რომელიც მიჩვენებდა შუა თითს ლედი ელიოტის კუნძულზე, მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ მსოფლიოში ამდენ ადამიანს მიანიჭებდა ეს ფოტო სიამოვნებას", - განაცხადა მარკ ფიცპატრიკმა.320 შეფასება არ არის
|