საქართველო არჩევნები და დეზინფორმაცია - რა უნდა ვიცოდეთ? 2020, 28 ოქტომბერი, 16:58
"თუ ვერ გაიგეთ წიგნის რომელიმე გვერდის შინაარსი, წიგნი ორჯერ წაიკითხეთ, რადგან შეუძლებელია გაიგოთ დეტალი თუ კარგად არ იცნობთ მთლიან სურათს’’ ჯასქო ელული‘’პროპაგანდა - საზოგადოების ქცევის ფორმირება’’წინასაარჩევნო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური პროცესია სახელმწიფოში და ეპიცენტრალური მოვლენა ხდება განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ამის ორი მიზეზი არსებობს, ერთი მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტით რეგიონში გამოწვეული დაძაბულობა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ჰიბრიდული ომის მუდმივ სამიზნედ ყოფნა. დეზინფორმაციის წილი კი განსაკუთრებით მზარდია მაშინ, როცა ქვეყანა პოლიტიკური ისტორიის ახალ ფურცელს შლის. წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, წლევანდელი საპარლამენტო წინასააარჩევნო პროცესი გამოირჩევა ახალგაზრდული კონტიგენტის, საერთაშორისო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მრავალფეროვანი ფორმებით. შესაბამისად, საზოგადოების გარკვეული წრეები ინფორმირებულია იმ დონეზე, რათა მიხვდეს რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა. ამ ყველაფრის პირდაპირპროპორციულად მომძლავრდა ინფორმაციათა ახალი ტალღა, რომელიც მიუთითებს აშკარა შიდა და გარე აქტორებზე. მოკლედ, რომ განვიხილოთ დეზინფორმაციის პირველი მიზანი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაა, რომელიც წამიერი ეფექტის ინსტრუმენტს იყენებს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ უკანასკნელმა კვალი უნდა დატოვოს საზოგადოებაზე, ნეგატიური თვალსაზრისით. საბოლოო მიზანი კი გახლავთ საზოგადოებრივი აზრის გახლეჩა იმ მოტივებზე დაყრდნობით, რომელიც დღემდე მძლავრადაა საქართველოში, მაგალთად, საბჭოთა ნოსტალგია, არჩევნის თავისუფლების არარსებობა, არჩევნების შედეგების და ამომრჩევლის აქტიურობის დისპროპროპორციულობა და ა.შ. ერთი სიტყვით, დეზინფორმაციას შემოაქვს ახალი ნარატივი ან/და ხელს უწყობს არსებული ნარატივის პოპულარობას ან/და დემოკრატიულ ღირებულებებს, საღ აზრს ესხმის თავს. დეზინფორმაციის ფორმები შემდეგნაირია:
პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მოხდეს უსაფრთხოების წესებით მანიპულირება:
ვინაიდან, საქართველოში არ არსებობს განყენებული პლატფორმა სადაც სახელმწიფო სექტორის სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფებს, შესაბამის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შეეძლებათ კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება და კორდინირებული რეაგირება, საჭიროა ინდივიდების მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმის ცოდნა: როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპულ და ამერიკულ ნაწილში, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა გათვალისწინებული, რთულია დეზინფორმაციის დადგენა და კონკრეტული პირების მხილება - ამან შეიძლება კანონდარღვევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ევროპაშიც კი, სადაც ძალაუფლებისადმი მიდრეკილება ცუდ ტონად ითვლება, დღემდე მოძრაობს ცვლადი სახელად „ყველაფერი პოლიტიკურია“, რის საფარქვეშაც იმალება კონცეფტი მთავრობის უძლეველობისა და საზოგადოების უსუსურობისა - ეს გახლავთ დეზინფორმაციის შედეგი და არა რეალობა. 56 შეფასება არ არის
|