ადამიანი, როგორც სამყაროს ეპიცენტრალური ფიგურა, ამის ტრანსცენდენტური და პრაგმატული გაგებით, ოდითგანვე ითვლებოდა სიახლის ფუძემდებლად.მიუხედავად პროგრესის მარქსისტული[1] გაგებისა, ქვაკუთხედი, რომელზედაც დღევანდელი ეპოქა დგას ადამიანის გონის ნაყოფია.თუმცა არსებობს ფაქტორები და გარემო ფაქტორები (მართული, ნაწილობრივ მართული და უმართავი), რომელიც ხელს უშლის პიროვნების თვითრეალიზაციას და სოციალიზაციას.
მდგომარეობას, როცა პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს საციცოცხლო ინტერესები დაცულია პოტენციური და რეალურად არსებული საფრთხეებისგან, მუქარებისგან უსაფრთხოება [2] (უშიშროება) ეწოდება.ბუნებრივი მდგომარეობა[3], ევოლუციის თეორია[4] და სხვა ბიოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური მიზეზები ცხადყოფს, რომ ყველას არ შეუძლია საკუთარი თავის და უფლებების დაცვა, შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს იგი.
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა.ეს არის მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას.[5]
უშიშროება, როგორც მმართველობის დარგი დღევანდელი რეალობის აქტუალურ სადისკუსიო თემას წარმოადგენს. მისი განხილვა შეიძლება ორი, ძველი და ახალი, მიდგომით.ამ დარგის განვითარებას ყოველთვის საფუძვლად ედო რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ან პოლიტიკური ძვრა.
მე-20 საუკუნეში უშიშროებას და უსაფრთხოებას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ქვედარგს ევროპასა და აზიაში, ანტი-ამერიკულ გამოგოგონებად მიიჩნევდნენ.კონცეფცია ძირითადად სამხედრო-მილიტარულ ჭრილში განიხილებოდა და მისი ფორმირება ოთხ S-ს ეყრდნობოდა:States – სახელმწიფოები, რომლებიც იკვეთებოდნენ უსაფრთხოების მთავარ აქტორებად და რეფერენტებად, Strategy – სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა სამხედრო დაგეგმარებას, Science – მეცნიერება, ამ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერებები, რომლებსაც ზემოთხსენებული სამხედრო დაგეგმარება ეფუძნებოდა და Status quo – იმ გაგებით, რომ უსაფრთხოება განიხილებოდა როგორც ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების საშუალება.
მართვის ზემოთხსენებული დარგი კლასიკური გაგებით მიმართულია ქვეყნის საგარეო საფრთხეების პრევენციისთვის[6], ხოლო თანამედროვე გაგებით იგი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ემსახურება სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფას
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საკითხები ჯერ ისევ სახელმწიფოს ცნების გარშემოა აგებული, ისინი სცდებიან სამხედრო სექტორის ფარგლებს და, შესაბამისად, საფრთხეების სია, რომელთა წინაშეც სახელმწიფო შეიძლება აღმოჩნდეს, ერთობ მრავალფეროვანია: შიმშილი, ეპიდემიები, აჯანყება და ა.შ. იქმნება ხელისუფლებისა და მის წინაშე მდგარი რიგი გამოწვევების ურთიერთმიმართების ერთობ ჩახლართულ სურათი. ეს გამოწვევები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში წარმოიქმნება: მათ შორისაა საზოგადოება, რომლის დაცვაც აუცილებელია.ამ იდეამ გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბება-განვითარებაზე, რომელსაც XXI საუკუნეში ძალაუფლების ინსტიტუტებს დაუპირისპირეს.
დღესდღეობით უშიშროების გარანტირების ინტერესი იმდენი მაღალია, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დაისვას ადამიანის ზოგიერთი ძირითად უფლებასთან მიმართებით მისი კონკურენციის საკითხი.თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიული ფონის გათვალისწინებით კონკურენციის ფარგლები მკაცრად არის შეზღუდული.
საქართველოში უშიშროების საბჭოს ისტორიული ჩანასახის ძიება ლოგიკურად საქართველოს პირველი კონსტიტუციიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამ მხრივ რაიმე ცნობა არ მოიძებნება.პირველ კონსტიტუციაში სახელმწიფოს თადვაცვას ცალკე თავი ეთმობოდა, თუმცა იქ ხაზგასმული იყო მილიტარული პოლიტიკა და მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულების საკითხები.მანამდე არსებობდა “თავდაცვის საბჭოდ“ წოდებული ინსტიტუცია, რომლის საქმიანობა იყო გაუმჭვირვალო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლით შემოიფარგლებოდა.1977 წლიდან 1990 წლამდე იყო რამდენიმე ცდა ამ ტიპის საკონსტიტუციო სტატუსის მქონე ორგანოს ჩამოყალიბებაზე-დაკომპლექტებული პოლიტბიუროს წევრებით.საბოლოოდ კი 1992 წლის კონსტიტუციით[7] განისაზღვრა უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე, თუმცა ფუნქციის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას მოკლებული იყო.
1995 წლის კონსტიტუცია საბოლოოდ განსაზღვრა და დააფუძნა უშიშროების საბჭო, მაინიჭა საკონსტიტუციო-სამართლებრივი სტატუსი და ჩააბარა რიგი საკითხები:
ა)სამხედრო აღმშენებლობა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაცია;
ბ)ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა-განხორციელება;
გ)უსაფრთხოების სფეროში ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული ვითარების მართვა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქცია და უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2011 წლიდან.მისი ფორმირების პროცესი დასრულდა საქართველოს კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვისას.საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი არის საქართველოს პრეზიდენტი, იგი აყალიბებს საბჭოს შემადგენლობას და ნიშნავს მის წევრებს.აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოს საქმიანობის პროცესში მიღებულ პრეზიდენტის გადაწყვეტილების იურიდიული ძალის შეძენას არ სჭირდება მთავრობის კონტრასიგნაცია.[8]
საბჭოს მსგავსად, პარლამენტში 2014 წლის 28 სექტემბერს, პარლამენტში ჩამოყალიბდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომლის სტრუქტურა განსაზღვრულია „საქართველოს ორგანული კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“. იგი ძირითადად მიმართულია ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროების მუშაობის გაუმჯობესებაზე, სტრუქტურულ დახვეწასა და სახელმწიფოებრივი გამოსადეგობის ხარისხის ამაღლებაზე.
რაც შეეხება უშიშროების სამსახურებს, იგი ყოველთვის ასოცირდება КГБ[9]-სთან ან “ოხრანკასთან“.ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც ეწოდება დღეს ამ სამსახურებს უსაფრთხოების და არა უშიშროების სააგენტოები გახლავთ საზოგადოების უნდობლობა და შიში КГБ-ს მიმართ.ოხრანკა დამცველ განყოფილებას წარმოადგენდა "მეფის რუსეთში, იგივე საიდუმლო პოლიციის ორგანო; ფართოდ იყენებდა პროვოკაციულ მეთოდებს რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. КГБ კი საბჭოური ჩანასახია, რომელიც შავბნელ საქმიანობას ეწეოდა და მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.ძირითადი ფუნქციები კგბ-ს საგარეო დაზვერვის, კონტრდაზვერვის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საბჭოთა კავშირის საზღვრების დაცვის განხორციელება იყო. იგი უზრუნველყოფდა სამთავრობო კომუნიკაციებს, ებრძოდა ნაციონალიზმის, განსხვავებული აზრს, დანაშაულს და ანტისაბჭოთა საქმიანობას. სწორად ეს ამოცანები გახლდათ ამ ორგანიზაციის მთავარი მართლსაწიინააღმდეგო საზომი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. საქართველოში, ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე შემდეგი სურათი გახლდათ.სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები მოხდებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდებოდა, უშიშროების სფეროს ორი დეპარტამენტი ემსახურებოდა: ა)კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. ბ)სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი 2012 წლის 28 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა. სხდომაზე მინისტრებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში მოიყვანეს.კუდ-ის ბაზაზე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა. შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს სამართლებრივ პირს, რომელიც უზრუნველყოფილა საქართველოს კანონით:
ა)“ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.“[10]
ბ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
ზემოთხსენებული ორი აქტი არის უსაფრთხოების განმსაზღვრელი, როგორც საკადრო თვალსაზრისით, ასევე ანგარიშვალდებულების ჭრილში.ამას მოყვება ნორმების ნუსხა, რომლებიც უფრო მეტად აკონკრეტებენ სუს-ის მუშაობის სამართლებრივ სპეციფიკას.სიახლე შეიმჩნევა იმ ფაქტში, რომ თუ აქამდე არსებული ქვეყნის უშიშროების პოლიტიკური ორგანიზაცია ანგარიშვალდებული იყო წარმომადგენლობით ხელისუფლებას, ახლა იგი პერმამენტულად აბარებს ანგარიშს პარლამენტს.უფრო კონკრეტულად სუს-ი მოიასაზრება იმ სტრუქტურად, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ უწყებებზე მოპოვობული და გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს ‘’მდგომარეობის სურათს“-ეს კი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრულია შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტებით, ესენია:
1) ნორმატიული აქტებია)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ ბრძანება
ბ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური გ)დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მთ.დადგენილება
დ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ბრძანება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება
ე)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი დადგენილება
ვ)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულება მთავრობის დადგენილება
ზ)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე ბრძანება
2)დებულებები:
ა)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
ბ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
გ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
ე)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
ვ)საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ.
3)კანონი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. მისი საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები მკაფიოდაა განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. მისი საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
უსაფრთხოების სამსახური შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან. ესენია: ადმინისტრაცია, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, გენერალური ინსპექცია, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, საინფორმაციო-ანალიტიკური, ოპერატიულ-ტექნიკური, ოპერატიული ღონისძიებების, ეკონომიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები, ობიექტების დაცვისა და კადრების მთავარი სამმართველოები.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიზანი საჯარო სიკეთე და სოციალური სიმშვიდის შექმნაა, მისი ფუნქციონირების პროცესში ვაწყდებით ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების უზენაესობას.
სანამ მაგალითებს განვიხილავდეთ, დავაზუსტოთ რა არის დაცული, პირადი სფერო და რომელი მუხლებითაა იგი უზრენველყოფილი.დაცული სფერო არის ადამიანის ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომელიც გულისხმობს მის განვითარებას საკუთარი კეთილი ნების საფუძველზე სახელმწიფოს ჩარევისგან დამოუკიდებლად და თავისუფლად, მაგ: ადამიანს აქვს რწმენის, სინდისის. აღმსარებლობის და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების თავისუფლება[11].
რა სახით შეიძლება ქონდეს გამოვლენა ადამიანის უფლებების დარღვევას:
მაგალითი 1: კონტრდაზვერვითი საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გამუდმებით ცდილობენ, ლეგალური თუ არალეგალური მეთოდებით, მოიპოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, საქართველოზე პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების, ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენის, სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციისა და საკუთარი მისწრაფებების რეალიზების მიზნით. აღნიშნულის გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პერმანენტულად ხორციელდებოდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მოქმედებების არეალის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა.
პირობითად A პიროვნება გახდა დაინტერესების ობიექტი, რომელიც ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, კერძოდ სახელმწიფო საიდუმლოებას და საბიუჯეტო დოკუმენტაციას აწვდის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს.ეს კი ირიბად აისახება სანდო წყაროებში და საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს ასევე სოციალურ მშვიდობას
კიბერსაშუალებების და მაღალტექნოლოგიური რესურსების, გამო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ შეძლო ფაქტის მოპოვება. ამის საპირწონედ ისინი თვითონ ქმნიან ხელოვნურ ფაქტს და ამის საფუძველზე აკავებენ დამნაშავეს.
იმისდა გათვალისწინებით, რომ A პიროვნება არის საზოგადოების მტერი და ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების ფორმირებას, ზემოთხსენებული მაგალითის წყალობით ვხედავთ რიგი სამართლებრივი დარღვევების ნუსხას.
მაგალითი 2: კიბერუსაფრთხოება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სხვადასხვა აქტორები კიბერსივრცეს იყენებენ პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა მიზნების მისაღწევად. სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულად იზრდება სხვადასხვა სფეროს მოწყვლადობა და კიბერშეტევებით გამოწვეული ზიანის მასშტაბები. კიბერშეტევები საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. გამოცდილება ცხადყოფს, რომ კიბერსაფრთხეები შესაძლოა ატარებდნენ მასობრივი შეტევების ხასიათს სახელმწიფოს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სისტემაზე, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის პარალიზებას (რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს). ასევე, არსებობს კიბერშპიონაჟის, კიბერტერორიზმისა და სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულის ინდივიდუალური შემთხვევების საფრთხე, რომლის საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება სათანადო ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის კიბერ-სივრცის უსაფრთხოების დაცვა არ განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას, საფრთხის მასშტაბებისა და მოსალოდნელი შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით, სამსახური ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს აღნიშნული საფრთხეების ნეიტრალიზების, ასევე შედეგების მინიმიზების თვალსაზრისით.
პიროვნება A, რომელიც გახდა დაინტერესების ობიექტი.კიბერუსაფრთხოების თანამშრომლებმა გატეხეს A-ს კომპიუტერული სისტემა და დაიწყეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი ფაქტების მოძიება.ძიების პროცესში მათ იპოვეს ასევე ხმოვანი ჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც ეკუთვნოდა A-ს ოჯახის წევრებს და შეიცავდა პირადი სფეროს ამსახველ კადრებს.მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ აგენტებს არ აქვთ გასაჯაროების უფლება, ეს გახლავთ A პიროვნების ოჯახის წევრების პირად სფეროში უხეში ჩარევა, ამასთანავე მათ არ აქვთ მყარი გარანტია ამ არასამართლებრივი ფაქტების მომავალში გაუმჭვირვალობისა.
უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან დაცულ და პირად სფეროში ჩარევას უნდა გააჩნდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი.ჩარევის გამართლების ეტაპზე უნდა განხორციელდეს კოლიდირებულ ძირითად უფლებათა და ინტერესთა ზემოხსენებული შედარება - “აწონ-დაწონვა“.ეს გახლავთ ცენტრალური საკითხი არა მხოლოდ ძირითადი უფლებებისა, არამედ მთლიანად სამართლისა.მიუხედავად ამისა, ცხადია ერთი რამ:ძირითადი უფლებებით უზრუნველყოფილია დაცული სფეროები, რომლებშიც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება და მოქმედება.იმავდროულად ნათელია ისიც, რომ ზოგჯერ ხდება კოლიზია ადამიანის ძირითად უფლებებს შორის.ამ დროს საჭიროა კოლიდირებულ ინტერესთა და ძირითად უფლებათა შედარება, რის საფუძველზედაც უნდა გაირკვეს, თუ რომელი მხარის ინტერესია კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტად დაცვის ღირსი - ამ შემთხვევაში საჯარო სიკეთე თუ ერთი ადამიანის უფლება.
ქმედებათა ამ გეგმა-ზომიერი და რთული სისტემის შემდეგი პროცედურაა სამართლებრივი დასაბუთება. იგი ემყარება:
ა)ლეგიტიმურ საჯარო მიზანს-ეს გახლავთ “საყოველთაო კეთილდღეობა“, “სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, ‘’სხვათა უფლებების დაცვა“ და ა.შ
ბ)შესაბამისობას (ვიწრო გაგებით თანაზომიერება - იგივე ‘’პრაქტიკული კონკორდანსი“. (სწორედ ამ ფუნქტს აქვს ჩარევის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა).
სახელმწიფო, როგორც ადამიანის უფლებების გამომხატველი და დამცველი ეფუძნება თომას მორისეულ ორ სოციალურ-ფილოსოფიურ პრინციპს - “ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია“ და ‘’ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ის ბალანსი, რომელიც უნდა დაიცვას უსაფრთხოების სამსახურმა, რათა დემოკრატიამ უკეთესად იმუშაოს, მოითხოვს გარკვეული სახის მსხვერპლს, უფრო კონკრეტულად, საყოველთაო სიმშვიდისთვის იგი ახდენს შემდეგი ლაპიდარული ფრაზის რეალიზაციას - “მიზანი ამართლების საშუალებას“[12]
საზოგადოებაში ინტერესებისა და ღირებულებების მიხედვით გათიშვა იწვევს სოციალურ ჯგუფებს შორის ჯანსაღ კონფლიქტს, რაც სოციალური ცხოვრების ნაკლი კი არაა, არამედ დადებითი მომენტია, რადგან კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე არაა მოძრაობა, ხოლო საზოგადოება ისეთი ყოფიერებაა, რომელიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფება. ეს მოძრაობა შეიძლება იყოს აღმავალი და დაღმავალი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მის გარეშე არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრება. მოძრაობის ერთადერთი წყარო კი კონფლიქტია, ამიტომ იგი დადებით როლს თამაშობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოებაში წონასწორობა და წესრიგიც არსებობს, მაგრამ ის მომენტალურია, კონფლიქტი კი მარადიული.კონფლიქტი მაშინ იღებს კაცობრიობის პოტენციური გამანადგურებლის სახეს, როცა იგი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისკენაა მიმართული მეორე ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და არ არსებობს სამართლებრივი (თუნდაც არასამართლებრივი) მექანიზმი რომელიც მას შეაკავებს. ამ აზრის საპირწონედ კონტრდაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა და რუსმა მწერალმა, დიმიტრი გლუხოვსკიმ, თავის ანტიუტოპიურ ნაწარმოებში „მეტრო 2033“ აღწერა უშიშროებისა და სამართლადამცავი ორგანოების გარეშე დარჩენილი ფსიქოტიპი, სოციალური ფსიქოლოგია და ჩამოაყალიბა შემდეგი ჰიპოთეზა “გამოაცალეთ ქვეყანას, საზოგადოებას უსაფრთხოების შეგრძნების უზრუნველმყოფელი ორგანიზაციები და თქვენ იხილავთ ჯოჯოხეთის იმ მაშტაბებს, რომელიც არც კი წარმოგიდგენიათ“.
ოცდამეერთე საუკუნე სიახლის, პროგრესის და გლობალური სამყაროს ეპოქაა.საჭირო გახდა ძველი სისტემის გადმონაშთების აღმოფხვრა და პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულად გააზრება.ტერორიზმი, კორუფცია, კრიმინალი, რაც შეიძლება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებად ჩაითვალოს, დასტურია უსაფრთხოების სამსახურების აუცილებლობისა.საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერება იმისა, რომ უშიშროებისა თუ უსაფრთხოების სფეროები მათი მოქალაქეობის დაცვის გარანტია და მიმართულია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი აღმასვლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების პრევენციისკენ.თავისთავად, უსაფრთხოების სამსახურებმაც უნდა მოიშორონო ის ისტორიული „ლაქა“რომელიც მათ კოლექტივისტურ ჯალათად წარმოაჩენდა. მხოლოდ ასეთი სტრუქტურულ-საზოგადოებრივი შეთანხმებით შესაძლებელია ბოროტებასთან ბრძოლა, მნიშვნელოვანი ღირებულებების შენარჩუნება და იმ დემოკრატიული “STATO”[13]-ს წინსვა რომლის აშენებასაც ვცდილობთ.[14]
გამოყენებული ლიტერატურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-საიტი
ჰანს ბაურნი და აიდან უილზი, “დაზვერვის სამსახურებზე ზედამხედველობის განხორციელება“, თბილისი, დიოგენე, 2015
ალექსანდრ იურინი, “უსაფრთხოების კონცეფციის გააზრებისთვის: ვინ და როგორ განსაზღვრავს საფრთხეს დღეს?“, ინტერნეტგაზეთი ‘’კავკასიური სახლი“, 2016
გლუხოვსკი დიმიტრი, ’’მეტრო 2033’’, წიგნები ბათუმში, 2015
ვიკიპედია
კარლ მარქსი, „კაპიტალი“, ტომი პირველი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1930
ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი“;თბილისი, ბაკურ სულაკაური, 2011
ჩარლზ დარვინი, “ევოლუციის თეორია“, თბილისი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2014
დიმიტრი გეგენავა, ’’საქართველოს კონსტიტუციური სამართალი’’, თბილისი, იურიდიული ბიბლიოთეკა, 2014
კონსტანტინე კუბლაშვილი, ‘’ძირითადი უფლებები“, თბილისი, “ჯისიაი“, 2008
JAN V. NANUASHVILI, “ WHAT EVERYONE IN THE FREE WORLD SHOULD KNOW ABOUT RUSSIA“, DIOGENE, 2014
თომას დე ვაალი, “სტალინის თავსატეხი: პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ანალიზი”, არტანუჯი, 2014
STEPHEN JONES, GEORGIA - A POLITICAL HISTORY SINCE INDEPENDENCE, DIOGENE, 2014
[1] “მსოფლიოს ყოველი მოვლენა, იქნება იგი გამოწვეული ადამიანის ხელით თუ ბუნების საყოველთაო კანონებით, ნამდვილ ახალ შემოქმედებას კიარ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ მატერიის ფორმათა გარდაქმნას, კერძოდ შეერთებას და დანაწილებას.- კარლ მარქსი, “კაპიტალი“. მეორე გამოცემა, გვ.11
[2] ტერმინი, თავისი დეფინიციიდან, გამომდინარე დავის საგანია, კერძოდ უსაფრთხოება განიმარტება შემდეგნაირად - უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისგან ადამიანის, გარემოს, სამრეწველო ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცული მდგომარეობა (ბოლო პერიოდში ამ ტერმინმა ჩაანაცვლა განსხვავებული შინაარსის მქონე ტერმინი უშიშროება), მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოება, რაც არასწორია, უნდა იყოს ეროვნული უშიშროება.
[3] თომას ჰობსი “ლევიათანში“ წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობსი აღწერს როგორც “ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე, ” ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“
[4] ინგლისელი მეცნიერის, ჩარლზ დარვინის მიერ ჩამოყალიბებული თეორია, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივ გადარჩევას.ამ თეორიის მიხედვით ინდივიდები არსებობისთვის ბრძოლობენ, რომლის დროსაც ძლიერი აგრძელებს სიცოცხლეს, ხოლო სუსტი კვდება.
[5] საქართველოში იგი უზრნუნველყოფილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი თავის პირველი მუხლით.
[6] 1947 წელს აშშ-ში ეროვნული უშიშროების აქტის მიხედვით საფუძველი ჩაეყარა უშიშროების საბჭოს ინსტიტუტს, ეს უკანასკნელი მიმართული იყო “ცივი ომის“ განმუხტვისკენ.
[7] „მცირე კონსტიტუცია“, “სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“.
[8] საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
[9] Комитет государственной безопасности
[10] საქართველოს კანონი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, თავი I ზოგადი დებულებანი, მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
[11] კონსტიტუცია, მე-19 მუხლი
[12] ნიკოლო მაკიაველიმაკიაველი მიზნისა და საშუალების თანაფარდობაზე პოლიტიკაში წერს-დასაგმობია ის, ვინც მკაცრია იმისათვის, რომ გააფუჭოს და არა ის, ვინც ასეთია გამოსწორების მიზნით”.სწორედ აქედან მომდინარეობს ის ლაპიდარული და ლეგენდარული ფრაზა, რომლის შინაარსიც გამოთქვა მაკიაველიმ და რომლის ფორმა შემდგომ ჩამოყალიბდა მაკიაველის პრინციპის სახელით – “მიზანი ამართლებს საშუალებას”.
[13] STATO- იტ. სახელმწიფო, დაამკვიდრა მაკიაველმა.