კინო 12 ყველაზე სკანდალური ეროტიკული სცენა კინემატოგრაფის ისტორიაში 2020, 28 ოქტომბერი, 16:57 ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ეროტიკულ სცენებში თამაში რაიმე განსაკუთრებულობას არ წარმოადგენს, ოსკაროსანი მსახიობებიც კი, საწოლის სცენებში მონაწილეობას ღირსების შემლახველ ქმედებად არ განიხილავენ თუკი ამას რაღა თქმა უნდა, როლი მოითხოვს. მეტიც, ზოგიერთი სელებრითი სანამ საერთაშორისო წარმატებასა და აღიარებას მოიპოვებდა, საკუთარი კინოკარიერა სწორედ ინტიმურ სცენებში თამაშით დაიწყო, თუმცა ზოგჯერ კადრში მსახიობების სიშიშვლის დემონსტრირებისას, ნურც დუბლიორთა არსებობის შესახებ დაივიწყებთ, აი, რაც შეეხება დღევანდელი სტატიის გმირებს მათ მტკიცედ გადაწყვიტეს საკუთარი კომპლექსები დაეძლიათ და ინტიმურ სცენებში დუბლიორების გარეშე მონაწილეობას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დათანხმდნენ.12. "ძირითადი ინსტინქტი" / შერონ სტოუნიპოლ ვერჰოვენის 1992 წელს გადაღებული ეროტიკული თრილერის ყველაზე ლეგენდარულმა სცენამ კვალი კინოს ისტორიაში სამუდამოდ დატოვა. პოლიციაში დაკითხვისას, თეთრ კაბაში გამოწყობილი მომხიბვლელი კეტრინ ტრამელის გმირი, რომელიც თავის იდეალურ ფეხებს ორაზროვნად აჯვარედინებს, ალბათ რთულია ვინმეს რომ არ ახსოვდეს. ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლიდან დღემდე აღნიშნული სცენა ერთ - ერთ ყველაზე პიკანტურ ეპიზოდად რჩება. როგორც შერონ სტოუნმა მოგვიანებით განაცხადა, მან არც კი იცოდა, რომ უნებლიედ "ის" აჩვენა, რაც საბოლოოდ ფილმში გამოჩნდა. მსახიობმა აღიარა, რომ მან რეჟისორს ამის გამო სახეში სილაც კი გააწნა, როდესაც ფილმის პირველი სამუშაო ვერსია იხილა.11. "ღამეები ბუგის სტილში" / ჰიზერ გრემიალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ფილმი რომელიც თავიდანვე ზრდასრული აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, ბევრ თამამ სცენასაც შეიცავს, თუმცა 1997 წელს გადაღებული დრამა - "ღამეები ბუგის სტილში" ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით შიშველი სცენების სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰიზერ გრემის სწორედ მსგავსს სცენაში მონაწილეობამ მოუტანა არნახული წარმატება და მსოფლიო აღიარება, რომლის შემდეგაც მსახიობმა შეთავაზება უკვე ისეთ ცნობილ ბლოკბასტერებში მიიღო როგორიცაა - "ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა", "წვეულება ვეგასში" და სხვა მრავალი.10. "ლურჯი ხავერდი" / იზაბელა როსელინიმსოფლიო კინემატოგრაფის მშვენება იზაბელა როსელინი, რეჟისორ დევიდ ლინჩის 1986 წელს გადაღებულ დეტექტიურ თრილერში - "ლურჯი ხავერდი" მთლიანად გაშიშვლდა. ცნობილი ამერიკელი საკულტო რეჟისორის კინონამუშევარი 80 - იანები წლების ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმად ითვლება, რომლის სიუჟეტის მიხედვითაც დენის ჰოპერის მიერ გატაცებული როსელინის გმირი დოროთი ვალენსი მოულოდნელად საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომლის დროსაც კინოს ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე სიურეალისტური და უცნაური სასიყვარულო სცენაც თამაშდება. დევიდ ლინჩი ხომ სასიყვარულო სცენების გადაღების უბადლო ოსტატია, რომელთა უმრავლესობა რამდენადაც უხერხული სანახავი იმდენად პირველი ნახვისთანავე დასამახსოვრებელია.9. "ხმალთევზა" / ჰოლი ბერიჭორების თანახმად რეჟისორ დომინიკ სენას 2001 წელს გადაღებულ თრილერში - "ხმალთევზა" ჰოლი ბერი მაყურებლის წინაშე წელს ზემოთ შიშველი რომ წარმდგარიყო, ხელფასის გარდა, რომელმაც მთლიანობაში 2, 5 მილიონი დოლარი შეადგინა, დანამატის სახით მან არც მეტი, არც ნაკლები ნახევარი მილიონი დოლარიც მიიღო. აღნიშნულმა სცენამ ზოგიერთ კრიტიკოსზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მათ ის იაფასიან ხრიკად მონათლეს, რომელსაც ფილმის სიუჟეტში არავითარი დატვირთვა არ ჰქონდა. შეიძლება კრიტიკოსები მართლებიც კი იყვნენ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ საქმე ჰოლივუდს ეხება, ამიტომ აღნიშნული სცენის გარშემო ატეხილმა აურზაურმა ფილმის ფინანსური წარმატება ერთმნიშვნელოვნად განაპირობა.8. "მეოცნებენი" / ევა გრინიშეიძლება თამამად ითქვას რომ ევა გრინი ჰოლივუდის ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც მონაწილეობა ისეთ ცნობილ ბლოკბასტერებში აქვს მიღებული, როგორებიცაა - "კაზინო როიალი" და "300: იმპერიის აღზევება", თუმცა მის ერთ – ერთ ყველაზე ადრეულ, საკულტო კინოჰიტად მაინც "მეოცნებენი" რჩება, რომელშიც მომხიბვლელი ფრანგი მსახიობის საკმაოდ თამამი კინოდებიუტი შედგა, რითიც მსოფლიო კინემატოგრაფში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რეჟისორ ბერნარდო ბერტოლუჩის 2003 წელს გადაღებული კამერული ეროტიკული დრამა თავიდანვე საკმაოდ სარისკოდ იქნა შეფასებული, თუმცა საბოლოოდ, ის ერთ - ერთ ყველაზე ეროტიკულ ფილმად იქცა, რომელიც კი ოდესმე კინოთეატრში გასულა. შესაბამისად, სრულიად დამსახურებულად მას NC-17 რეიტინგიც მიენიჭა.7. "აღმოსავლური დაპირებები" / ვიგო მორტენსენიეს სცენა შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს ერთ - ერთ ყველაზე აგრესიულ შიშველ სცენად, რომელიც კი ოდესმე ფირზე გადაუღიათ. კანადელი რეჟისორის დევიდ კრონენბერგის მიერ 2007 წელს გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ვიგო მორტენსენი რუს მძარცველს ასახიერებს, რომელიც მოწინააღმდეგისგან თავის დაცვას ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს. სწორედ ამ ეპიზოდშია ნიკოლაი ლუჟინის გმირი სრულიად შიშველი.6. "სიცოცხლეზე მონადირე" / ანჯელინა ჯოლიანჯელინა ჯოლი სანამ სუპერმოდელ ჯია კარანჯის ცხოვრებაზე გადაღებულ სატელევიზიო დრამაში მთლიანად გაშიშვლდებოდა, მანამდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალი მაყურებლის წინაშე დედიშობილა არაერთხელ წარმდგარა, თუმცა მსახიობის შემოქმედებაში ყველაზე პროვოკაციულ სცენად მაინც ფილმიდან "სიცოცხლეზე მონადირე" სწორედ ეს დაუვიწყარი კადრები ითვლება. მსახიობ ითან ჰოუკთან, ანჯელინას კინოდუეტი იმდენად სექსულური გამოვიდა, რომ ფილმისთვის NC-17 შეფასების მინიჭება სურდათ, თუმცა საბოლოოდ, მისი რეიტინგი R -მდე დაეცა.5. "ამერიკული ნამცხვარი" / შენონ ელიზაბეტიყველა დროის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული კომედია ბევრ დასამახსოვრებელ სცენას მოიცავს. სექს-კომედიამ თავის დროზე მასში მონაწილე მსახიობებს უზარმაზარი წარმატება მოუტანა და კინოგაქირავებაშიც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა, თუმცა შენონ ელიზაბეტის სცენა, როდესაც ის ჯიმის (ჯეისონ ბიგსი) შეთავაზებას იღებს და მას გაშიშვლებას აიძულებს, მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებლად იქცა, თუმცა ის, რაც მას შემდეგ ხდება, კინოს ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე უხერხულ მომენტად ითვლება.4. "უყვარს - არ უყვარს" / სარა სილვერმანიკომიკოსი მსახიობი სარა სილვერმანი კინომანებისთვის დრამატული როლებით ან შიშველ სცენებში მონაწილეობით ცნობილი არ არის, ამიტომ მისი გულშემატკივრების გაოცება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც მსახიობი ახალ კომედიურ დრამაში სრულიად გაშიშვლდებოდა, რაც გამართლდა კიდეც ... რეჟისორ სარა პოლის მიერ 2011 წელს გადაღებულ დრამაში - "უყვარს - არ უყვარს" მაყურებელმა მსახიობის საკმაოდ მოკრძალებული, თუმცა მაინც შიშველი კადრები იხილა.3. "სირცხვილი" / მაიკლ ფასბინდერიმაიკლ ფასბინდერი ჩვენი დროის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობია. ბოლოს მან მონაწილეობა ისეთ ცნობილ ფილმებში მიიღო როგორიც - "იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსი" და "კუნგ ფიური 2" - ია, თუმცა ხელოვანის დღემდე ყველაზე შოკისმომგვრელ და დასამახსოვრებელ კინოროლად 2011 წელს გადაღებულ ფილმში - "სირცხვილი" განსახიერებული ბრენდონის როლი ითვლება. ეს გახლავთ ბურუსით მოცული ისტორია ადამიანზე, რომელიც გარშემომყოფებისგან საკუთარი სექსუალური დამოკიდებულების დამალვას ყველა საშუალებით ცდილობს. ფილმში რამდენიმე ისეთი სცენაა, სადაც ფასფინდერის გმირი სრულიად შიშველი ჩნდება. ეს კი, ჰოლივუდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისთვის საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო. მსახიობის თქმით, ამ არჩევანით მას საკუთარი პერსონაჟისთვის კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობის მინიჭება სურდა.2. "ტიტანიკი" / ქეით უინსლეტიმაყურებელმა, რეჟისორ ჯეიმზ კამერონის მიერ გადაღებულ ყველა დროის ერთ – ერთ ყველაზე შემოსავლიან კინოფილმში - "ტიტანიკი" ქეით უინსლეტის შიშველი სხეული პირველად იხილა. კადრებმა, რომელშიც უმანკო როუზი ჯეკისთვის (ლეონარდო დიკაპრიო) შიშვლდება, ის კი მისთვის ინტიმურ პორტრეტს ხატავს, "ტიტანიკი" ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფილმად აქცია.1. "რიჯმონტის სკოლა" / ფიბი ქეითსიაუზის ცნობილი სცენა, 80-იანი წლების ლეგენდის, ფიბი ქეითსის მონაწილეობით კინოს ისტორიაში შეიძლება ითქვას რომ ერთ - ერთ ყველაზე ყურებად ეპიზოდად იქცა. მას შემდეგ რაც ის ფართო ეკრანებზე გამოვიდა, თინეიჯერები ამ კლასიკური ფილმის VHS-ვიდეოკასეტის შესაძენად ჯგუფ - ჯგუფად დადიოდნენ. მართალია, რეჟისორ ემი ჰეკერლინგის 1982 წელს გადაღებული ფილმის სცენა კინოს ისტორიაში ნამდვილად მოხვდა, თუმცა სურათში ის სინამდვილეში გმირის წარმოსახვაში ხდება. ქეითსის აუზიდან ამოსვლის კადრებმა, როცა ის ბიუსტჰალტერს იხდის და ბრედს (ჯაჯ რეინჰოლდი) ნაზად ეამბორება გულგრილი ვერავინ დატოვა. ფიბი ქეითსი 1980 - იანი წლებში თინეიჯერთა ყველაზე პოპულარულ კერპად ითვლებოდა.1761 1-ს მოსწონს |