ასტროლოგია 31 ოქტომბერი წლის უნიკალური დღეა: "ცისფერი სავსემთვარეობა" და ჰელოუინი - "ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა" 2020, 27 ოქტომბერი, 17:54 31 ოქტომბერი წლის უნიკალური დღეა. ცისფერ სავსემთვრეობას ჰელოუინი დაემთხვა. ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ, თუ რატომაა სავსემთვრეობა ცისფერი. ტრადიციულად, წელიწადში, 29-დღიან შუალედში, 12 სავსემთვარეობა გვაქვს. თვეში ერთი ახალმთვარეობა და ერთიც სავსემთვარეობა, მაგრამ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა დაემთხვა (პირველი გვქონდა 2 ოქტომბერს), მეორეს კი ცისფერი ჰქვია. დასახელების მიუხედავად, მთვარე ფერს არ შეიცვლის. თუმცა, ამბობენ, რომ ცისფერ სავსემთვარეობაზე, იშვიათად შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს. წინა ცისფერი სავსემთვარეობა 2018 წლის მარტში გვქონდა, მომავალი კი 2023 წლის აგვისტოში გვექნება. ეს სავსემთვარეობა კიდევ იმითია გამორჩეული, რომ ჰელოუინის დღესასწაულს ემთხვევა. დააკვირდით სიზმრებს, ძველად მიაჩნდათ, რომ სიზმარში ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს, ამიტომ ძილის წინ ფიქრობდნენ კონკრეტულ თემაზე. რადგან ეს დღე მუდმივად დაკავშირებული იყო მისტიკასა და ამოუცნობთან, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა. ამიტომ ძილის წინ ფურცელზე წერდნენ სურვილს ბალიშის ქვეშ იდებდნენ და სამყაროს მის ასრულებას სთხოვდნენ. სავსემთვარეობაზე ყოველგვარი უსიამოვნებისა და ავადმყოფობისგან განსაკურნებლად კი ასეთ რიტუალს მიმართავდნენ: ლენტებად დაჭრილ ფურცლებზე წერდნენ იმას, რისგანაც სურდათ გათავისუფლება (მაგ., ავადმყოფობა). ფურცლის ერთი ლენტი ერთ სურვილს შეესაბამებოდა. შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ.
სავსემთვარეობაზე ყველა ემოციურად აღგზნებულია. ამიტომ, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფების ნერვებს. ზოგიერთს შეიძლება აეწიოს წნევა ან ასტკივდეს თავი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ არც ფიზიკურად, არც სულიერად და არც გონებრივად. სავსემთვარეობაზე და პლუს-მინუს ერთი დღე არ მიიღოთ ალკოჰოლი. მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინეთ საჭესთან, ფეხით გადაადგილებისასაც. აკონტროლეთ ბავშვები, სავსემთვარეობა მათზე განსაკუთრებით მოქმედებს; მათში შეიძლება აღგზნებადობამ, დაუმორჩილებლობის სურვილმა მოიმატოს. სავსემთვარეობა (პლუს-მინუს 1 დღე) გაატარეთ პოზიტიურ განწყობაზე, შიშებისა და განცდების გარეშე. ნუ განკიცხავთ გარშემო მყოფებს. მათაც კი, ვინც ხუმრობისთვის ქუჩაში გავლელებს აშინებს. ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე. ახლა კი ორი სიტყვით მიმოვიხილოთ თავად სავსემთვარეობის დღეს... 31 ოქტომბერს მზე მორიელის მეცხრე გრადუსშია; მთვარე - კუროს მეცხრე გრადუსში. ეს ორი ნიშანი ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული და ორი მთავარი მნათობიც უპირისპირდება ერთმანეთს. მთვარე ზუსტ შეერთებაშია თავისუფლებისა და რევოლუციის პლანეტა ურანთან. რამდენიმე დღის წინ კუროში გადაინაცვლა მაცდუნებელმა შავმა მთვარემაც. ხოლო მორიელში, მზესთან ერთად მდებარეობს თეთრი მთვარეც, მფარველი ანგელოზის სიმბოლო. მთვარისა და შესაბამისად, სავსემთვარეობის მდებარეობა კუროში მატერიალურ საკითხებზე დაგვაფიქრებს. პლუს იქვეა შავი მთვარეც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებს გაუჩნდებათ არსებული მატერიალური დანაზოგის, სტაბილურობის დაკარგვის საშიშროება. კურო ეს არის მატერიალურის დაგროვებისა და შენარჩუნების სიმბოლო, ხოლო მორიელი - კი არის ტრანსფორმაციის ნიშანი, სულიერების შესწავლის, - ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური კანონების. ხშირად ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები დისონანს იწვევს ადამიანებში და არჩევანის წინაშე გვაყენებს: მატერიალური თუ სულიერი. რა უფრო უპირატესია, რა გზა ავირჩიოთ? ჰოდა, ეს სავსემთვარეობაც სწორედ ამ საკითხზე დაგვაფიქრებს, როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა მატერიალურსა და სულიერს შორის? გირჩევთ, იყოთ კეთილგონიერი და სიყვარულით იმოქმედოთ. ბედნიერ და მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ! ასევე ნახეთ:ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24272 შეფასება არ არის
|