x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან
image


ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.


რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ.


თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, მოძ­რა­ო­ბა და სწო­რი კვე­ბა.



"დღე­ის­თვის, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი კო­ვი­და­ვად­მყო­ფი მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ასე­თებს ვტო­ვებთ ბი­ნა­ზე, პრინ­ციპ­ში არ გჭირ­დე­ბათ არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.


რჩე­ვე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რი: მი­ი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, ამას­თან სი­თხის ნა­წი­ლი, სა­სურ­ვე­ლია იყოს სუფ­თა წყლის და არა წვე­ნე­ბის, ან სხვა სა­ხით. მე­ო­რე - იმოძ­რა­ვეთ, უძ­რა­ო­ბა ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად თრომ­ბო­ე­ბო­ლი­ის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ არ ხართ ცუ­დად და შე­გიძ­ლი­ათ იმოძ­რა­ოთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ა­რუ­ლი, აე­რო­ბი­კა, ჩა­ბუქვნე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მოძ­რა­ო­ბა.


ამის გარ­და, თუ თქვენ გაქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მო­მა­ტე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მი­ი­ღოთ სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ თუ 38-ზე ნაკ­ლე­ბია ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ღე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბა - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით ვიკ­ვე­ბოთ, ნაკ­ლე­ბი იყოს მა­რი­ლი, შა­ქა­რი, ნაკ­ლე­ბი იყოს ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბი - კა­რა­ქი ჩა­ნაც­ვლდეს ზე­თით, მი­ვი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბოსტნე­უ­ლი... განაგრძეთ კითხვა >>>



0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0