ფოტოგრაფია ლეგენდარული ფოტოგრაფის ჰელმუტ ნიუტონის სკანდალური ფოტონამუშევრები 2020, 25 ოქტომბერი, 12:48 ჰელმუტ ნიუტონმა საკუთარ პროფესიაში საკმარისი გააკეთა, რომ მე -20 საუკუნის ფოტოგრაფიის სრულიად დამსახურებულ კლასიკოსად ქცეულიყო. მოდის ინდუსტრიის ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი ყოველთვის ახერხებდა დროსთვის გაესწრო და მასზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო.დიდი მაესტროს გენიალურობას 70-იან წლებში გადაღებული მისი ფოტოკადრებიც ადასტურებს, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ნიუტონის ფოტოები ისეთ გავლენიან მსოფლიო გამოცემებებში ქვეყნდებოდა, როგორიცაა - "Elle", "Playboy", "Queen", "Vogue", "Harper's Bazaar"-ი. ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც დეკადანსის აშკარა ნიშნები შეიმჩნევა, შოუ - ბიზნესის სამყაროს არასდროს ადიდებდა, თუმცა თვალყურს მას ყოველთვის ადევნებდა. კატრინ დენევი, სიგურნი უივერი, მიკ ჯაგერი, სტინგი, სერჟ გინზბურგი, დევიდ ბოუი, შადეი - ეს იმ ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია რომლებიც ჰელმუტისთვის პერიოდულად პოზირებდნენ. გთავაზობთ ლეგენდარული ფოტოგრაფის უნიკალურ ფოტონამუშევრებს, რომლებიც მის გენიალურობაში მარტივად დაგარწმუნებენ.ჯოდი ფოსტერი, 1987 წელიფოტოგრაფის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს - სელებრითების პორტრეტები წარმოადგენს, სადაც ისინი ერთდროულად ძალიან მგრძნობიარეები და ამავდროულად მეტისმეტად ცივები არიან. სწორედ ამაში მდგომარეობდა ნიუტონის ნამუშევრების თავისებურება, ის ერთი პიროვნების ორ უკიდურესობას აჩვენებდა, რაც ყოველთვის დიდ დისკუსიას იწვევდა.მონიკა ბელუჩირალფ ფაინსიმადონასინდი კროუფორდილინდა ევანჯელისტასიგურნი უივერიკატრინ დენევიმიკი რურკიშადეი"კალენდარი" 2001 წელინიუტონმა 1999 წელს საკუთარი ფოტონამუშევრების წიგნი - "Sumo" გამოსცა. 30 კილოგრამიანი ნაშრომი მყიდველის გაოცებას არა მხოლოდ ფასით (3000 $), არამედ თავისი შთამბეჭდავი ზომებითაც (50 × 70 სმ ) იწვევდა."ბურჟუაზიელი ქალი დალაქთან ან მდივანთან შედარებით უფრო ეროტიკულია. მაღალი ფენის ქალები თავიანთი ბუნებით სექსუალურები არიან. ელეგანტურობა, განათლება, გარემო - მე მჯერა ამ 3 რამის; ზოგჯერ ამის გამო მრცხვენია კიდეც, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ქალები, რომლებსაც მე ვიღებ, სრულიად ხელმისაწვდომები არიან, მაგრამ მათი ეს ხელმისაწვდომობა დროსა და ფულზეა დამოკიდებული, რომელიც შეგიძლიათ მათზე დახარჯოთ. ჩემი ნამუშევრები ძალიან ვულგარულია - შემოქმედებითი პროცესი პირდაპირ ცუდ გემოვნებასთან და ვულგარულობასთან არის დაკავშირებული" - ასე აღწერდა ლეგენდარული ფოტოგრაფი საკუთარი ნამუშევრებისადმი დამოკიდებულებას.ვინი ჰოლმანიჰელმუტ ნიუტონის შემოქმედებითი გზა საკმაოდ მრავალფეროვანი და ფერადია, მისი ფოტონამუშევრების ჭეშმარიტი დამფასებლებისთვის ხელოვანის ოსტატობა პირველ რიგში, სწორედ მის მიზანსცენასთან ასოცირდება......რომელმაც ფოტოგრაფიისა და მაღალი მოდისა სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა"შიშველი აუზში", ეს ფოტო 1975 წელს ერთ - ერთ აუქციონზე 15, 000 დოლარად გაიყიდანადია აუერმანი 80 – 90 – იანი წლების გრძელფეხება მოდელი"ბერგსტრომი პარიზზე" 1970 წელიდევიდ ბოუიკიმ ბესინჯერიდევიდ ლინჩი და იზაბელა როსელინიშარლოტა რემპლინგი1400 2-ს მოსწონს |