x
image
რუსო ჩარექიშვილი
არის თუ არა ბანანი სინამდვილეში სასარგებლო და მოაქვს თუ არა ჩვენი ორგანიზმისათვის რაიმე სახის ზიანი?
ბანანი ძალიან მოთხოვნად პროდუქტთა შორისაა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ ძალიან სასარგებლო, არამედ ნოყიერი და ამავდროულად დიეტურიცაა.

მის სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებით, ალბად ბევრი გსმენიათ. იგი სავსეა უამრავი ვიტამინით და ერთი ბანანის მირთმევის სემთხვევაშიც კი ჩვენი ორგანიზმი ივსება უამრავი სასარგებლო ნივთიერებებით.image

ბანანი შეიცავს: კალიუმი 9%; ვიტამინი B6 33%; ვიტამინიC 11% ;მაგნიუმი 8% ;სპილენძი 10%; მანგანუმი 14% ;ცილა1.3გრ ;ცხიმი 0.4გრ;

ერთ ბანანას დაახლოებით 105 კალორია აქვს, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყალს.


კალიუმი აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლისთვის და თირკმელების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ბანანის 9% შეადგენს კალიუმს, ამიტომ ეს ხილი სასარგებლოა ჯანსაღი თირკმელების შესანარჩუნებლად.

ბანანი ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში, ისეთ ამინომჟავას შეიცავს, როგორიცაა თრიპტოფანი, რომელიც ადამიანის ტვინში არძრავს დადებით ემოციებსimage

მაღალია მასში ნახშირწყლების და ისეთი ნივთიერებების შემადგენლობა, რომლებიც მოქმედებს სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე. დიაბეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ სისხლში შაქრის დონის შემცველობა იყოს სტაბილური.

ტროპიკული ხილი სახამებლის (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რომელიც შაქრის დიაებეტის 2 ტიპის ( ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის ინსულინს, რომ იფუნქციონიროს ნორმალურად, ან ორგნიზმის უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე. ეს ცნობილია, როგორც ინსულინ-რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ გლუკოზა რჩება სისხლში და არ გარდაიქმნება ენერგიად. ) შემთხვევაში ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ დროს სასურველია მიირთვათ მწვანე ბანანი.

იგი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ბანანის მოქმედება სისხლში არსებულ შაქრის რაოდენობაზე დამოკიდებულია ბანანის სიმწიფეზე, თუ დიაბეტი გაქვთ შეარჩიეთ ბანანი, რომელიც თითქმის მწიფეა და ზედმეტად არ მწიფდება, მცირე ზომის ბანანი და გადაანაწილთ დღის განმავლობაში.image

სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს;

ბანანი შეიცავს სპეციფიურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის) თავიდან აცილებაში გვეხმარება.

თირკმელებში კენჭების გაჩენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კალიუმის საკმარისი მოცულობის შემცველი საკვების მიღებაა. კვლევების თანახმად, რაციონში ბანანის რეგულარული შეტანა თირკმლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის ალბათობას 40%-ით ამცირებს.image


0
454
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0