ტექნოლოგიური სიახლეები ამერიკაში შექმნეს პირბადე,რომელიც კლავს კორონავირუსს 2020, 25 ოქტომბერი, 8:08 ![]() ექსპერტების მტკიცებით, სხვა პირბადეებისგან და რესპირატორებისგან განსხვავებით, იგი არა მხოლოდ იცავს ინფექციისგან, არამედ შეუძლია მისი განადგურებაც. ამერიკელმა მეცნიერებმა მაღალი ტემპერატურის გამოყენებით მოახერხეს ასეთი ეფექტის მიღწევა, რომელთა დიაპაზონი გამოითვალეს მათემატიკური მოდელირების საშუალებით. აღმოჩნდა, რომ 90 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურას შეუძლია შეამციროს ვირუსების კონცენტრაცია, რაც დამოკიდებულია დამცავი აგენტის ზომაზე. ამ მაჩვენებლის მისაღწევად, მეცნიერების მიერ შექმნილ ნიღაბში, ელექტროენერგია გადის გაცხელებული 0, 1 მმ სისქის სპილენძის ქსელში ან თერმოელექტრო გამათბობლის საშუალებით. ![]() 383 3-ს მოსწონს
|