x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

შუა საუკუნეები დასჯის და წამების სხვადასხვა მეთოდებით არის ცნობილი. ადამიანი სულ მცირე დარვევისთვისაც კი პასუხს აგებდა. მაგალითად, ჭორიკანა ქალებისთვის გამოგონებული და სკონსტრუირებული იქნა სპეციალური რკინის ნიღაბი. ნიღაბი წარმოადგენდა რკინის კარკასის "ნამორდნიკს", რომელსაც თავზე აცმევდნენ. მისი ძირითადი ფუნქცია ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანისთვის ლაპარაკში ხელი შეეშალა, ამიტომ ნიღაბზე მაგრდებოდა სპეციალური ჩანართი, რომელიც ენას აწვებოდა. ზოგჯერ ეს ჩანართები ეკლებითაც იყო. ასე რომ, ენის ნებისმიერი მოძრაობა ძალიან მტკივნეული იყო და ჭრილობებსაც იღებდნენ. იმის გარდა, რომ "დამნაშავე" ქალებს ასეთი ნიღბებით მოსავდნენ, მათ საქვეყნოდაც ამცირებდნენ. ქმარი ცოლს ნიღბით და თოკგამობმულს დაატარებდა ქუჩებში, გამვლელები კი აფურთხებნენ მას.


image


უფრო ხშირად ისჯებოდნენ ქალები, რომლებიც ქმრის ავტორიტეტს შელახავდნენ. თუ ქმარი ცუდათ ექცეოდა ცოლს, ცოლი კი "ხმას ამოიღებდა", რკინის ნიღაბს აცმევდნენ.

პირველი ასეთი დასჯა თარიღდება 1567 წლით. შოტლანდიაში დასაჯეს ვინმე ბესი ტალივერი, რომელმაც ცილი დასწამა ბეილი ჰანტერს მიწის ნაკვეთის არასწორ გადაზომვაში. ნიღბები პოპულარული იყო გერმანიაშიც. იქ კონსტრუქციაზე ეჟვანიც დაამატეს, რათა ხალხის ყურადღება მიექციათ დამნაშავის მიერ "სირცხვილის გზის" გავლის დროს.


image

აღსანიშნავია, რომ ასეთი დასჯა გამოიყენებოდა მხოლოდ დაბალი ფენების ქალების მიმართ. არისტოკრატიის წარმომადგენლებს შეეძლოთ რამდენიც უნდათ, იმდენი ეჭორავათ, სასტიკი დასჯის საფრთხე მათ არ ემუქრებოდათ.

ასე რომ, შუასაუკუნეებში "ცოდვის" გამოსყიდვა მხოლოდ ტკივილითა და ტანჯვით შეიძლებოდა

image



იქნებ დაგაინტერესოთ:



# ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები



# გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა


# 10 ცნობილი ქალბატონი, რომელთაც დაავიწყდათ რა არის სებერე


# ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან


# რატომ ეძინათ ადრე ადამიანებს მჯდომარე მდგომარეობაში


0
445
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0