x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პრაქტიკული რჩევები: როგორ შევინახოთ ღვინო?
ღვინის ნამდვილ მოყვარულს ყოველთვის აქვს სახლში კარგი ღვინოები, რათა ყოველი საჭირო სიტუაციისთვის თანმხლები სასმელი ჰქონდეს. მაგრამ ისევე, როგორც ყოველთვის, როცა რაიმეს ვფლობთ, ამ შემთხვევაშიც ჩნდება შეკითხვები, რაც შენახვის სწორი წესების დაცვასთან არის დაკავშირებული. როგორ შევინახოთ ღვინო? ბოთლი დავაწვინოთ თუ ვერტიკალურ მდგომარეობაში მისი დაყენება ჯობს? რა ტემპერატურაა უკეთესი? ღვინის შენახვას ცოდნა უნდა და ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ გააკეთოთ ეს ყველა წესის დაცვით.


ღვინო არის სითხე, რომელიც მუდმივ ცვლილებას განიცდის: ბოთლში ჩასხმის შემდეგაც კი ის ძალიან ნელა და ხანგრძლივ დუღილს განაგრძობს. დროთა განმავლობაში მას სიმწიფე ემატება, ხოლო სიახლის შეგრძნება და ცინცხალი გემო იკლებს. ყველა ღვინოს გააჩნია მისთვის საუკეთესო პერიოდი, როცა ის უნდა დაილიოს. ეს შეიძლება იყოს დამზადებიდან რამდენიმე კვირა ან სულაც ზოგჯერ რამდენიმე ათეული წელიწადიც კი.


კითხვა, თუ როგორ უნდა შევინახოთ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო - ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ მდგომარეობაში, არც ისე მარტივი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს დამოკიდებულია პირველ ყოვლისა იმაზე, თუ როგორი ღვინო ასხია ბოთლში. მეორე შეკითხვა შეეხება იმას, თუ როგორია ღვინის ბოთლის საცობი. მიზეზი, როს გამოც ღვინით სავსე ბოთლს დაწვენილ მდგომარეობაში ინახავენ, ხშირად საცობია. ნატურალური საცობის მქონე ღვინით სავსე ბოთლის ვერტიკალურ მდგომარეობაში წლების მანძილზე შენახვა არ ვარგა. ასეთ მდგომარეობაში საცობი შრება, ხმება და ჰაერის გატარებას იწყებს, რაც ღვინოს აფუჭებს. ამიტომ ბუნებრივი საცობის მქონე ბოთლი, რომელშიც ღვინო ასხია, აუცილებლად უნდა დავაწვინოთ. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ღვინო ასველებს საცობს და ეს უკანასკნელიც ჰაერგაუმტარი ხდება, რაც ღვინისთვის კარგია.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)



ღვინო


0
91
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0