სხვა კარალიოკი - საზიანო თუ სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისათვის? 2020, 22 ოქტომბერი, 19:24 ხურმა, საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხილია, რომელიც თითქმის ყველგან ხარობს და რაიმე სახის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, ვინაიდან ჩვენთან მისთვის სასურველი კლიმატი და გარემოა.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომელიც გამოირჩევა მშლაპე გემოთი, აქედან გამომდინარე მისი ჭამა დამწიფებამდე შეუძლებელია და მხოლოდ სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი. მეორე სახეობაა - კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია.
გარდა იმისა, რომ მოცემული ხილი უგემრიელესია, იგი გამოირცევა მრავალი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით, აქედან გამომდინარე მისი მირთმევა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.
კარალიოკს მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას.
მიიჩნევა, რომ კარალიოკი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. მისი სასარგებლო თვისებები იმაში მდგომარეობს, რომ კალიუმის წყალობით მას მავნე ნივთიერებებთან ერთად ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინები და მინერალები არ გამოაქვს. ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს, უმთავრესად, გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი (მარგანეცი) და კალიუმი. ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია. ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმელების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. ხურმის ნაყოფი კარგია კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლისთვის. კარალიოკი ერთ–ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ასევე, ის აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი მირთმევა, ისევე როგორც თითქმის ყველა ხილის არარეკომენდირებულია, ვინაიდან მასაც მრავალი უკუჩვენება ახასიათებს . მაგალიტად - იგი არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის მიღებას. მისი გადაჭერბებული რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა ან პრობლემები თირკმელზე. 2570 2-ს მოსწონს
|