x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კარგი დღეა კომპლექსების დასაძლევად - ცაგარელის დღის რჩევები
image


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩვეით, დღეს 22 ოქტომბერს კარგი იქნება, თუ ძველი ტრადიციებს გავიხსენებთ და მეტ დროს გავატარებთ ოჯახის წევრებთან. ასევე კარგი დღეა კომპლექსების დასაძლევად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად.

გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია არტერიული წნევის მატებას გამოიწვევს. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ. კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და ჰერკულესით გაამდიდრეთ. ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ გულსა და ხერხემალზე არ ღირს.


დღის ფერებია ყვითელი, წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი,



მინერალებიდან ბრილიანტი, სერდოლიკი, მთის ბროლი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

.

* * *

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრეთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - ტრამვა ან სტრესი. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. მხოლოდ იმ საქმეს შეეჭიდეთ, რომელიც კარგად იცით. ერიდეთ რისკს, მჭრელ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობას და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.


კურო

ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ იდეებს გაჩუქებენ. ამ დღეს გექნებათ უნიკალური შანსი, რომ სანუკვარ ოცნება აისრულოთ. ყველაფერი დამოკიდებულია წინა თვეების სულიერ და მატერიალურ დანაზოგზე. მეტ-ნაკლებად წარმატებული ბავშვებთან დაკავშირებული გეგმები იქნება.


ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მომავლის გეგმების შემუშავებისთვის. მეგობრების და ნათესავების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ახალი იდეების დახმარებით ძველ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. გამორიცხული არ არის ახალი, საინტერესო სამსახური იპოვოთ ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ.


კირჩხიბი

ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ იდეებს და პერსპექტივებს დაგანახებენ. ეცადეთ, საქმე ისე შეაბრუნოთ, რომ „კრიზისი“ ახალი საქმის დაწყებად იქცეს. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ დაპირებების გაცემას ერიდეთ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება, რაც პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.


ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ იმ საქმეს შეეჭიდოთ, რომელშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ რისკს, მჭრელ საგნებთან ურთიერთობას და ექსპერიმენტებს. ეცადეთ, მხოლოდ კარგად ნაცნობი მეთოდებით იმოქმედოთ.


ქალწული

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. არაფერზე ინერვიულოთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება გესაჭიროებათ, იქნებ, გაითვალისწინოთ.


სასწორი

ამ დღეს ემოციურმა დაძაბულობამ შესაძლოა, კონფლიქტები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, სასიამოვნოსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. არავითარ შემთხვევაში ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. ეცადეთ, წინააღმდეგობებს ყურადღება არ მიაქციოთ. მოუსმინეთ კეთილის მსურველთა რჩევებს.


მორიელი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი ნივთების შეძენისთვის. დაივიწყეთ უსიამოვნებების შესახებ. ყველაფერი თქვენს სულიერ და მატერიალურ რესურსებზეა დამოკიდებული. ნუ დაიძაბებით, ცხოვრებას მარტივად შეხედეთ და ყველაფერი კარგად იქნება.


მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა მოგეცეთ. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს.


თხის რქა

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნებები ან შეცდომები პროფესიულ საქმიანობაში. ახალ იდეებს და წინადადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მამაკაცებს ვურჩევთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინონ და წყენა დაივიწყონ. ქალებს სასიყვარულო ურთიერთობის დასრულება ელით, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


თევზები

ეს დღე გაწყვეტილი კავშირების აღდგენას და დაკარგული ნივთების პოვნას უკავშირდება. გირჩევთ, ძველი ვალები დააბრუნოთ და უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ.

1
88
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
88
  
2020, 22 ოქტომბერი, 20:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1