სხვა როგორ მკურნალობდნენ ადამიანებს მე -19 საუკუნეში: 12 შოკისმომგვრელი ილუსტრაცია, გაბედავთ მათ ნახვას? 2020, 19 ოქტომბერი, 13:31 მე -19 საუკუნეში ქირურგიული ჩარევა მართლაც რომ საშინლად გამოიყურებოდა, რასაც ისტორიკოსს რიჩარდ ბარნეტის ფუნდამენტური ნაშრომიდან - "ოპერატიული ჩარევა" სულისშემძვრელი ილუსტრაციებიც ადასტურებს, რომელიც მე-19 საუკუნის ქირურგიის პრაქტიკისა და პრინციპების შესახებ ერთგვარ ილუსტრირებულ ტრაქტატს წარმოადგენს. დასურათებულ სახელმძღვანელოში დეტალურად არის წარმოდგენილი თუ როგორ ტარდებოდა ვიქტორიანულ ეპოქაში ქირურგიული ოპერაციები და რა სამედიცინო ინსტრუმენტებს იყენებდნენ იმ ეპოქის ყველაზე გამოჩენილი ქირურგები.ნახატზე "მედიცინის ნოვატორად" წოდებული ცნობილი შოტლანდიელი ქირურგის, რობერტ ლისტონის ანესთეზიის ქვეშ შესრულებული ერთ - ერთი პირველი ბრიტანული ოპერაციაა ასახული, სადაც ქირურგმა პაციენტს ფეხის ამპუტაცია დანის საშუალებით სულ რაღაც 3 წუთში ჩაუტარაქირურგიული ხერხები, დანები და მაკრატლები ძვალზე ოპერაციის ჩასატარებლად![]() ადამიანის ტვინის კვეთა![]() სიელმის ქირურგიული კორექცია![]() ქირურგიული ჩარევა ენის კიბოს დროს![]() ქვედა ყბის მოცილება (რეზექცია)![]() ხელების და ფეხების არტერიების შეკუმშვა, ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის შესამცირებლად![]() მაჯის და ხელის კუნთები![]() იღლიის ღრმულის ანატომია და მასთან მდებარე სისხლძარღვი![]() საკეისრო კვეთის ორი ტიპი![]() არტერიის ლიგირება საზარდულში ნაკერების და კაუჭის გამოყენებით და მუცლის დაჭიმვით, აორტის სისხლის ნაკადის შესამცირებლად![]() ფეხის თითების ამპუტაციის სხვადასხვა მეთოდი![]() 489 1-ს მოსწონს |