კონფლიქტები ბოლო 70 წლის განმავლობაში ამერიკაში პირველად ქალს სიკვდილით დასჯიან 2020, 18 ოქტომბერი, 17:59 ![]() აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გასამართლებულ ლიზა მონტგომერის სიკვდილით დასჯიან 2020 წლის 8 დეკემბერს, ქალს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ. მონტგომერმა საშინელი მკვლელობა 2004 წლის 16 დეკემბერს ჩაიდინა მისურის შტატში. მან გაგუდა 23 წლის ფეხმძიმე ბობი ჯო სტინეტი, სამზარეულოს დანით მუცელი გაუჭრა და ამოიყვანა 8 თვის ბავშვი. ![]() შემდეგ კი მონტგომერი შეეცადა ჩვილი საკუთარ ბავშვად გაესაღებინა, მაგრამ მალევე გამოაშკარავეს. ბავშვი გადარჩა, ამჟამად გოგონა 16 წლისაა. ![]() ![]() მონტგომერის სიკვდილით დასჯა წელს მეცხრე იქნება შეერთებულ შტატებში. პოპულარულ კუტურაში მონტგომერის ეპიზოდი აღწერილია წიგნებში: დიან ფაინგის "Baby Be Mine"-ში და უილიმ ფელპსის "მკვლელობა ჰარტლენდში", ID Discover-ზე სერიებიდან Deadly Women, სახელწოდებით "Fatal Obsession". ეს შემთხვევა ასევე აღწერილია დოკუმენტურ სერიალში No One Saw A Thing -ის მეხუთე ეპიზოდში, რომელიც 2019 წლის 29 აგვისტოს გავიდა Sundance Channel- ზე. 2151 7-ს მოსწონს
|