ფრთხილად! სურვილები ხდება...
არაერთი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა რაღაც მართლა გინდა, ძალიან გინდა, მთელი გულით. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ახალი ტანსაცმელი, მორიგი მობილური, ავტომობილი, სახლი, სასურველი ადამიანი თუ რამე სხვა. თქვენ ხარჯავთ უამრავ დროს და ენერგიას მათ ასასრულებლად, გამუდმებით ფიქრობთ
მათზე, წარმოიდგენთ როგორ იხდენთ ოცნებას, მაგრამ შედეგი არა და არ დგება.
შემდეგ იწყება იმედგაცრუების, დანებებისა და შეგუების პერიოდი, ბოლოს
გავიწყდებათ კიდეც. სწორედ ამ დროს თქვენი სურვილები ხდება, ჰოი სასწაული!
მაგრამ, არის კი სასწაული?
ზოგს სულაც აღარ უხარია რეალობაში მოყვანილი თავის სურვილი, რადგან ფასი დაეკარგა, ზოგსაც სხვა მიზნები და სურვილები გაუჩნდა. ისმის კითხვა,
თუ მაინც უნდა ახდეს ჩვენი სურვილები, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს მაშინ, როცა ნამდვილად გვინდა და არა მაშინ, როცა თვალები აღარ გვიციმციმებს
მათზე?! გაგიკვირდებათ, მაგრამ პასუხი ძალიან მარტივია - დამნაშავე თავად
ხართ, უფრო სწორად თქვენი ტვინი. დარწმუნებული ვარ, ადამიანის ტვინის
შესაძლებლობების შესახებ არაერთხელ გსმენიათ და ეს შემთხვევაც ერთ-ერთი
მისი შემოქმედებაა. მოკლედ აგიხსნით რაშია საქმე.
როდესაც თქვენ რაღაც გსურთ და გამუდმებით ამაზე ფიქრობთ, თქვენი ტვინი
დაკავებულია ამ ფიქრებითა და წარმოდგენებით, მას დრო არ რჩება გააანალიზოს მოთხოვნა და შეუდგეს მის სრულყოფასა და ასრულებას, ხოლო როდესაც თქვენ ნაკლებ ყურადღებას აქცევთ საკითხს ან საერთოდაც ივიწყებთ, ტვინი
აქტიურდება, იწყებს სურვილის ფორმირებასა და ასრულებას, რასაც თავის მხრივ კიდევ სჭირდება დრო და ეს ყველაფერი შეიძლება რამდენიმე თვე და წელიც
გაგრძელდეს. როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ სურვილი მაქსიმალურად მოკლე ვადაში
ავისრულოთ და იმ ფორმით როგორც ჩვენ გვინდა?
სიმართლე გითხრათ ეს არც ისე მარტივია, მაგრამ არა შეუძლებელი. ყველაფერი ეს მედიტაციებითა და სულიერი პრაქტიკებით მიიღწევა, როცა კარგად შეიცნობთ საკუთარ თავს, იქნებით ჰარმონიაში ქვეცნობიერთან და ისწავლით
როგორ აკონტროლოთ ცნობიერი.
თუმცა, მანამდე მარტივი მაგალითით აგიხსნით, თუ როგორ მუშაობს ეს
ყოველივე. პირველი ეტაპი ეს არის გააზრება, გააზრება იმის რამდენად
გჭირდებათ ამა თუ იმ სურვილის ასრულება და ნამდვილად გსურთ თუ არა. შემდეგ იწყებთ თქვენი სურვილის ფორმირებას, როგორ გინდათ რომ
ყველაფერი მოხდეს. მომდევნო ნაბიჯი ეს არის- დაჯერება, დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი რაზეც ოცნებობდით უკვე გაქვთ, აიღეთ ფურცელი და დაწვრილებით დაწერეთ თითოეული დეტალი, ის თუ როგორი ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით, ჩაიძირეთ თქვენს წარმოსახვაში და იგრძენით ის, რასაც სინამდვილეში იგრძნობდით, გახადეთ წარმოსახვა რეალური. ყოველივე ეს როლის თამაშს ჰგავს, თქვენ კი მსახიობი უნდა იყოთ, რომელიც ბოლომდე შეიჭრა როლში და გაიაზრა. რასაც დაწერთ რამდენჯერმე გადაიკითხეთ და ყოველ ჯერზე სრულყავით ემოცია. ამ შესრულებული როლის შემდეგ ყველაზე რთული ეტაპი იწყება- დავიწყება. დაივიწყეთ თქვენი სურვილი. ის რაც დაწერეთ უბრალოდ დაწვით, გონება კი გადატვირთეთ, ეცადეთ ნამდვილად დაივიწყოთ, ან მაქსიმალურად გულგრილად მოექცეთ თქვენს სურვილს. ვიცი, ძალიან ძნელია, მაგრამ ცდად ღირს, ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე თუ საქმეებზე. შედეგს იმაზე მალე მიიღებთ ვიდრე ამას თქვენ წარმოიდგენდით, თავადაც გაოცდებით. მაგალითისთვის შეგიძლიათ მარტივი ცდა ჩაატაროთ. დავუშვათ, ძალიან გინდათ შოკოლადი, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ეს შოკოლადი, დაწერეთ თუ როგორი ბედნიერი ხართ და რა სიამოვნებას განიცდით როცა მიირთმევთ მას, შეიგრძენით მისი თითოეული გრანულის გემო, შენდეგ ფურცელი დაწვით, უბრალოდ დაივიწყეთ და შედეგი არ დააყოვნებს, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაგიმასპინძლდებათ ვინმე სასურველი შოკოლადით. :)