სასმელები 20 საინტერესო ფაქტი ღვინის შესახებ 2020, 17 ოქტომბერი, 21:35 რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო იოლად უმკლავდები ცხოვრების სიძნელეებს და დასვენება-გართობითაც მეტ სიამოვნებას ღებულობ, ხოლო რადგან ღვინის სმა სასიამოვნოც არის და სასარგებლოც, სჯობს, ვაზის ცრემლების შესახებ მეტი იცოდეთ.
სწორედ ამ მიზნით წარმოგიდგენთ 20 საინტერესო ფაქტს ღვინის შესახებ: 1. იმისათვის, რათა მეღვინე გახდეთ, გერმანიაში 36 თვე დაგჭირდებათ. 2. შამპანური ადამიანს ჭკუას მატებს. ყოველ შემთხვევაში, მეხსიერების უნარს უდავოდ აუმჯობესებს, როგორც რიდინგის უნივერსიტეტის კვლევა მოწმობს. 3. მშრალი ღვინო 1 ლიტრზე 10 გრამამდე შაქარს შეიცავს, ნახევრადმშრალი 10-18 გრამს, ხოლო ტკბილი - 45 გრამს ან მეტს. 4. თანამედროვე ადამიანებიდან ყველაზე ძველი ღვინო დააგემოვნა კაპიტანმა ჟაკ კუსტომ. მკვლევარმა ეს ღვინო იპოვა ძველი ბერძნების სავაჭრო გემზე, რომელიც ზღვაში ჩაიძირა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წლის წინ. 5. ერთი კილო ყურძნიდან დაახლოებით 0, 7 ლიტრი ღვინო დგება. 6. ყოველწლიურად შამპანურის ბოთლის საცობისგან (გატყორცნის სიჩქარე 40 კილომეტრი საათში) უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ობობას ნაკბენისგან. 7. იაპონიაში გამოდის უალკოჰოლო ღვინო კატებისთვის, რომელსაც "Nyan Nyan Nouveau" ჰქვია. ეს ღვინო განსაზღვრულია იმისათვის, რომ კატა ვისაც ჰყავს, ღვინო მარტომ არ დალიოს და საკუთარი ოთხფეხა მეგობარიც "დაპატიჟოს" სასმელზე. 8. 1 ჭიქა თეთრი ღვინო (0, 2 ლიტრი) 120 კალორიას შეიცავს, ხოლო წითელი – 160-ს. 9. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ღვინის ბოთლის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი შემდეგი მონაცემები: ღვინის ხარისხის საფეხური, ალკოჰოლის შემცველობა, მწარმოებელი და ვენახის სახელწოდება, სადაც დაიკრიფა ყურძენი, რისგანაც ღვინო დამზადდა. 10. ღვინის ბოთლის ძირზე არსებულ ჩაღრმავებას "Culot de Bouteille" ჰქვია. 11. მუცლიანი ღვინის ჭიქებიდან ჩვენთვისვე შეუმჩნევლად სასურველზე 11, 9 %-ით მეტ ღვინოს ვსვამთ. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 226 შეფასება არ არის
|