x
image
NORTH PARK
ყველა დროის რეკორდმენი კომედია, რა ხრიკებით იღებდნენ ფილმს

image
29 წლის წინ საშობაოდ ეკრანებზე გამოვიდა კრის კოლამბუსის კომედია ''მარტო სახლში'' რომელიც მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი კომედია გახდა
ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი მაიკოლეი კალკინი ყველაზე პოპულარულ ბავშვად იქცა.
სცენარის ავტორი მანამდე ფილმს ''ბიძია ბაკს'' იღებდა სადაც მაიკოლეიც მონაწილეობდა 9 წლის ბიჭუნა ისე მოეწონათ გადაწყვიტეს ამ ბიჭისთვის სცენარი დაეწერათ, საინტერესოა ისიც რომ ფილმში ბოროტი მძარცველის როლი რობერტ დე ნიროს უნდა ეთამაშა, მაგრამ ვარსკვლავი ამ პროექტით არ დაინტერესდა ამიტომ ეს როლი ნაკლებად ცნობილ კომიკოსს ჯონ ლოვიტს ხვდა წილად, ასევე მამის როლი შეიძლება შეხვედროდა მელ გიბსონს, ჯონ ტრავოლტას, ტომ ჰენკსს ხოლო დედის შერონ სტოუნს, სიგურნ უივერს, ჯუდი ფოსტერს, საბოლოოდ ეს როლები ჯონ ჰერდმა და კეტრინ ო ჰარამ. არსებობდა
ეჭვი რომ სურათი ჩავარდებოდა რადგან მასში არ იყო ვარსკვლავური სახე, ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ ფილმში ერთერთ ეპიზოდში ჩანს ამერიკის დღევანდელი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

image
ფილმის გადაღება ვალენტინობის დღეს დაიწყო და 4 თვეს გასტანა, ყველზე მეტი დუბლის გადაღება გაბრაზების სცენებს დასჭირდა, რადგან ზოგჯერ ისე რეალისტურად აღიქვამდნენ მსახიობები სიტუაციებს რომ ზედმეტად უხამსად ილანძღებოდნენ.
თუ არ ჩავთვლით პარიზის რამდენიმე კადრს, მთელი ფილმი ილინოისის
შტატშია გადაღებული ჩიკაგოს მახლობლად სოფელ უინეტკინში, ოჯახი
რომელმაც სახლი გადამღებ ჯგუფს მიაქირავა გადაღების ბოლომდე იქ დარჩა და სხვადასხვა ოთახებში იმალებოდნენ.

image
სახლი სადაც ეს ფლმი გადაიღეს მისმა მეპატრონეებმა 2011 წელს 1.6 მილიონ
დოლარად გაყიდეს. მიზეზი ის იყო რომ არ წყდებოდა ნაკადი ადამიანების რომლებსაც აინტერესებდათ დაეთვალიერებინათ სახლი სადაც ცნობილი კომედია გადაიღეს, ისინი ოჯახს დღეღამ აწუხებდნენ.
საინტერესოა ისიც რომ ფილმში გამოყენებული ნებისმიერი ბრენდის სათამაშო ძალიან პოპულარული გახდა და მაღაზიებში ყველა პროდუქტი დეფიციტური გახდა, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნადი გახდა დიქტოფონი რომელზეც კევინი უცნაურ ხმებს იწერდა.
image
შავ-თეთრი განგსტერული ფილმი ''ანგელოზები ბოროტი სულით რომელსაც
კევინი იყენებდა სხვების შესაშინებლად სინამდვილეში არ არსებობს.
სათამაშოები რომელსაც ბოროტმოქმედები ამტვრევენ არ არის მინის, ისინი სპეციალურად შექმნდეს კარამელისა და შაქრისგან იმის გამო.
იმის გამო რომ ფილმი გადაღებულია გაზაფხულზე გამოყენებულია ხელოვნური თოვლი, მოგვიანებით ეს ზამთრის რეკვიზიტები გადამღებმა ჯგუფმა ჩიკაგოს ოპერას უსახსოვრა, წლების განმავლობაში ჩიკაგოს ოპერა სწორედ ამ ზამთრის ანტურაჟს იყენებდა საშობაო დადგმებისთვის.

ფილმს არნახული კომერციული წარმატება ერგო საერთო ჯამში 286 მილიონი დილარი მოგება მოიტანა და ეს რეკორდი საახალწლო ჟანრის ფილმებში დღემდე მოუხსნელია, ფილმი რომელმაც სტარტი აიღო 1990 წელს 1991 წლის ზაფხულამდე დარჩა ამერიკულ კინოეკრანებზე, რაც აბსოლუტური რეკორდია კინოსამყაროში.
ფილმი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მაგრამ მათ შორის არც ოსკარია და ოქროს გლობუსი.
ფილმიდან მოპოვებული პოპულარობა არც ისე კარგად აისახა კევინის რეალურ ცხოვრებაზე, მისი კარიერა ნარკოტიკებმა შეიწირა, დღეს მსახიობი 39 წლის არის და მისი კარირისგან აღარაფერი დარჩა.image






0
235
3-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0