x
image
NORTH PARK
მარტივი ნაბიჯები ბედნიერებისკენ !

image
ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო იყოთ მილიონერი ან სხვა სასწაული შესაძლებლობების მქონე, ამის მიღწევა მარტივი გზებითაც შეიძლება.
დაწექით დასაძინებლად ადრე - სხვა სიტყვებით გამოიძინეთ, გამოკვლევებმა აჩვენა რომ თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილება მუშაობს, ძილის უკმარისობა დიდ გავლენას ახდენს იმ ზონებზე რომლებიც კარგ ინფორმაციას ამუშავებენ, გამოუძინებელი ადამიანის მესხიერება ბევრად სუსტია, თუ გეჩვენებათ თქვენი ცხოვრება წარუმატებელი და მუდმივ უსიამოვნებებით შეიძლება ერთერთი რეალური მიზეზი უძილობა იყოს.

სხვებს დაეხმარეთ - ფსიქოლოგთა მტკიცებით გარშემო ადამიანების ნებაყოფლობითი დახმარება ჩვენი ბედნიერების დონეს ამაღლებს, სიკეთე აკეთეთ არა მადლობისთვის, ეს არის იმის გაცნობიერება რომ კარგი ადამიანი ხართ და სწორად იქცევით. ეს ბევრად მეტ შვებას მოგგვრით.

დაგეგმეთ მოგზაურობა - მაშინაც კი თუ დრო არ გაქვთ საზღვარგარეთ წახვიდეთ დაგეგმეთ სადმე ქვეყნის შიგნით ან სულაც ქალაქგარეთ წასვლა თუნდაც კარავითა ან პიკნიკი მეგობრებთან ერთად, დაგეგმეთ წინასწარ, კვლევებმა ცხადყო რომ დაგეგმვა მოგზაურობის ერთერთი საინტერესო ეტაპია რაც მოგცემთ საშუალებას ყურადღება გადაიტანოთ თქვენთვის სასიამოვნო რაიმეზე.

მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან - ნათესაური და მეგობრული კავშირები ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მთელი ცხოვრების მანძილზე, ახლობელ ადამიანებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობები გვაბედნიერებს.
ამ მარტივ ჭეშმარიტებას სამწუხაროდ ხშირად ვივიწყებთ. ნათესავებს არ ვნახულობთ, მეგობრებს იშვიათად ვურეკავთ, და-ძმას ხშირად ვერ ვნახულობთ და ნეგატიურად აისახება.


0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0