x
image
NORTH PARK
როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს?!

image
ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებას თავისი სპეციფიკა სჭირდება თუ რათქმაუნდა არ გვაქ ამ კავშირისთვის მთავარი პრინციპი საერთო ინტერესი, ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობის დახელოვნება როგორც ყველა სხვა დანარჩენისთვის გამოცდილებაში ''მოდის''. შესაბამისად რაღაც გზებს ვპოულობთ ამა თუ იმ ადამიანებთან საკონტაქტოდ,
თქვენ როგორ ფიქრობთ?! ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფების გულის მონადირება შეუძლიათ, რაიმე ჯადოსნურ ჯოხს ფლობენ?! - არანაირად !
უბრალოდ იციან მთავარი პრინციპი: საჭიროა საკუთარი თავიდან ფოკუსის გადატანა ადამიანზე ვისთანაც კონტაქტის დამყარება გსურთ. ეს ნიშნავს რომ
გულწრფელად დაინტერესდით მისით, მათი ინტერესებით და ცხოვრებით.
მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ რომ იგრძნოს მოსაუბრემ რომ აფასებთ.
ადამიანებს კეთილგანწყობის მოპოვებას ეხმარება ასევე ერთი პრიმიტიული ხერხი: თანამოსაუბრეს, განსაკუთრებით თუ ახალი გაცნობილი გყავთ, რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ სახელით.
საკუთარი სახელის მოსმენა ყურს ყოველთვის ელამუნება და ეცადეთ ყოველთვის გაიღიმოთ ადამიანებს ისე არაფერი არ უხდებათ როგორც ღიმილი. შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი არ უნდა იყოს ხელოვნური, ამას მოსაუბრე მარტივად ამოიცნობს.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0