ნამცხვრები ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ტორტების გამაოგნებელი ფასები 2020, 16 ოქტომბერი, 10:28 რამდენი შეიძლება ღირდეს სადღესასწაულო ტორტი? ვერ წარმოიდგენთ. ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ამის დასტურს სტატიაში გთავაზობთ.
დიზაინერმა დები ვინგჰემმა არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ტორტის შეკვეთა მიიღო, რომლის ფასიც 75 მილიონი დოლარი იყო. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი ტორტია. მასში 4 ათასი ბრილიანტია, მათ შორის, 5.2 კარატიანი ვარდისფერი. ![]() ![]() ინლისში, ჩესტერში, საცხობმა შექმნა 52 მილიონ დოლარიანი ტორტი, რომელსაც 8 სართული და 4000 ბრილიანტი აქვს. ![]() მეკობრეების მოყვარული ხართ? შეხედეთ კულინარიის ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებული დიმუთუ კუმარასინგეს დიზაინს. ეს ნამცხვარი 10 განსხვავებული არომატით და 10 სხვადასხვა ფენით შედგება. თუმცა აქ მთავარი ხოლამდში დამალული განძია. ამ ნამცხვრის შექმნის საბოლოო ღირებულებამ 35 მილიონ დოლარს მიაღწია. ![]() ![]() ნადიდ პარსამ 2006 წლის ბევერლი ჰილზის შოუსთვის 20 მილიონ დოლარიანი ტორტი დაამზადა. რა თქმა უნდა ბრილიანტებით. ![]() ასევე წარმოგიდგენთ ტორტებს, რომლების ფასიც 500 ათას დოლარს აღემატება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 167 2-ს მოსწონს
|