სასმელები ღვინო, რომლითაც რიჩარდ ლომგულმა საკუთარი ქორწილი გადაიხადა 2020, 16 ოქტომბერი, 1:41 კომანდარია კვიპროსული ღვინოა, რომელსაც სახელი ანალოგიური სახელწოდების მქონე რეგიონის გამო დაერქვა, რომელიც კვიპროსის მევენახეობა-მეღვინეობის ცნობილი რეგიონია.
ის ტკბილ ხერესს და ლიქიორს ჰგავს და მისი ისტორია ანტიკური პერიოდიდან იწყება. ჯერ კიდევ ჰესიოდე აღწერს იმას, თუ როგორ უნდა დამზადდეს ღვინო მზეზე გამომშრალი ყურძნისგან, თუმცა ეს სახელგანთქმული ანტიკური ავტორი მინიშნებას არ აკეთებს რომელიმე სპეციფიკურ რეგიონზე, სადაც მსგავსი ღვინო მზადდება. როცა ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულმა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კვიპროსი დაიპყრო და სანჩო IV ნავარელის ასულ ბერენგარიაზე იქორწინა, ქორწილში კომანდარია მდინარეებად იღვრებოდა და ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოები დიდი სასმისებით ისმებოდა. სენ ჟან დ’აკრის აღების შემდეგ იოანიტებმა ლიმასოლიდან 20 კილომეტრით ჩრდილოეთით, კოლოსის ციხესიმაგრეში საკუთარი კომანდანტურა დაარსეს. 1306 წელს კოლოსის ციხესიმაგრე დროებით ტამპლიერ რაინდთა ხელში გადავიდა. სწორედ აქ დაარსეს ტამპლიერებმა საკუთარი კომანდანტურა, საკუთარი მთავარი შტაბი, რომელიც ტამპლიერების ორდენის (ეს იყო ნახევრად ბერული, ნახევრად კი რაინდული ორდენი, რომელთა წევრები შიშის ზარს სცემდნენ არათუ მხოლოდ მახლობელ აღმოსავლეთს, არამედ ევროპის ქვეყნების მოსახლეობასაც) აკრძალვის შემდეგ ისევ იოანიტებს დაუბრუნდათ. სწორედ სიტყვა “კომანდანტურა” გახდა საფუძველი რეგიონის და ამ რეგიონში წარმოებული ღვინის სახელწოდებისთვის. მალტელმა ზღვაოსნებმა შუა საუკუნეებში კომანდარიას კასრებით დაიწყეს ევროპის დიდებულთა და მეფეთა სასახლეების მომარაგება. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კომანდარიას მათი წყალობით პოპულარობა არ დაუკარგავს. აღნიშნული ღვინო განსაკუთრებით პოპულარული ვენაში იყო, ხოლო კვიპროსზე ბრიტანეთის მანდატის დამყარების შემდეგ დიდ ბრიტანეთშიც პოპულარული გახდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ძველ დროში კომანდარია სამედიცინო მიზნებითაც კი გამოიყენებოდა ყვითელი ცხელების წინააღმდეგ. მანდრაგორის სამი შტო ეწობოდა კომანდარიას ღვინოში, რა დროსაც ლოცვებს კითხულობდნენ ავადმყოფის გამოსაჯანსაღებლად. ამის შემდეგ ავადმყოფი ყოველ დილით 3 ყლუპ კომანდარიას სვამდა უზმოზე. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 197 შეფასება არ არის
|