სასმელები პანდემიის გამო მსოფლიოში ადამიანები უფრო მეტ ღვინოს სვამენ 2020, 16 ოქტომბერი, 1:22 მიმდინარე წლის აპრილის და აგვისტოს შუალედში ლონდონში არსებულმა ცნობილმა საკონსულტაციო კომპანიამ Wine Intelligence, რომელიც ღვინის მწარმოებლებს საქმიანი და კვალიფიციური რჩევების ბაზას უქმნის, მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების შვიდი ძირითადი ბაზარი (ავსტრალია, კანადა, გერმანია, ჩინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) გამოიკვლია და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნა. ექსპერტებს იმის დადგენა სურდათ, თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ღვინის მოხმარებაზე. აღნიშნულმა დასკვნამ 12 ახალი ტრენდი გამოკვეთა, რაც დღეს ღვინის ძირითად ბაზრებზე დომინირებს.
1. სოციალური დისტანციის გამო ადამიანები მეტ ღვინოს სვამენ. როგორც დადგინდა, იზოლაციაში მყოფი ადამიანების მიერ ღვინის მოხმარებამ მანამდე რესტორნებსა და ბარებში არსებულ ღვინის მოხმარებასაც კი გადააჭარბა. 2. გაირკვა, რომ იზოლაციაში მყოფი ქალებიც ისევე ხშირად სვამენ ღვინოს, როგორც მამაკაცები. 3. სულ უფრო მეტი ღვინის მოხმარება ხდება საჭმლის გარეშე. ღვინოს უკვე ისეთ სიტუაციებში სვამენ, სადაც წინათ სხვა სასმელს ანიჭებდნენ უპირატესობას. ასევე დაგაინტერესებთ: რა გარემოებებში როგორი ღვინო უნდა მივირთვათ? - ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ 4. საშუალო ხარჯი, რასაც მომხმარებლები ღვინის თითოეულ ბოთლში იხდიან, სოლიდურია, თუმცა ბაზრების უმეტესობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კორონავირუსამდელ პერიოდზე დაბლაა. 5. ღვინის გაყიდვა ინტერნეტით მკვეთრად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა ინტერნეტით ღვინის შეძენა. 6. სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას. 7. მოსახლეობა უფრო ყურადღებით აკვირდება, თუ რას სვამს. იმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც ფრთხილად და დაკვირვებით იძენენ ღვინოს. 8. ღვინის მომხმარებლები მასობრივ თავყრილობებს ერიდებიან და ღვინოს მცირე წრეებში ან განცალკევებით მიირთმევენ. 9. ღვინის მოყვარულები თავს არიდებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას მაშინაც კი, როცა გადაადგილების შეზღუდვა აღარ არის ძალაში. 10. ღვინის მომხმარებლები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ განცალკევებით, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 11 შეფასება არ არის
|