x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური

image

ახალ გამომცხვარ პურს საოცარი არომატი აქვს. ალბათ ყველას შეუმჩნევია საცხობის სიახლოვეს ჩავლისას ყველას ხასიათი ეცვლება (უკეთესობისკენ) და შიმშილის გრძნობა იღვიძებს. თუმცა ექიმები და დიეტოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური. რით არის იგი საშიში და როდის შეიძლება პური ჩაითვალოს მზა პროდუქტად.

ცხელი პურის სუნი ადამიანებს უფრო კეთილებს ხდის.


image

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ 2012 წელს ფრანგი მეცნიერები სამხრეთ ბრეტანის უნივერსიტეტიდან. სპეციალისტებმა ქალაქის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: მყიდველებთან მიდიოდნენ სპეციალურად შერჩეული მსახიობები, რომლებმაც "დაკარგეს" რაიმე და ითხოვდნენ დახმარებას. გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც საცხობთან ახლოს იმყოფებოდნენ, გარშემომყოფებთან უფრო მეგობრულები აღმოჩნდნენ და გამოთქვამდნენ მზადყოფნას დახმარებოდნენ უცნობს.

უფრო ადრე ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გარკვეული სუნები ადამიანებში პოზიტიურ განწყობას იწვევდა. ფრანგებმა აღმოჩინეს, რომ ცხელი პურის არომატი ხელს უწყობს ალტრუიზმის გამოვლენას და უცხო ადამიანებისადმი ყურადღების გამოჩენას. ალბათ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ასოციაციებთან, რომლებიც ჩნდება არომატის შესუნთქვისას. კერძოდ, პურის არომატი გვაგონებს სახლის სითბოს და ოჯახურ კეთილდღეობას.

ვერაგი საფუარი


image


მიუხედავათ თბილი პურის საოცარი გემოს და არომატისა, ეს პროდუქტო კუჭში მძიმედ გადამუშავდება და მისი ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს იწვევს. თუ ადამიანს უკვე აქვს კუჭის პრობლემები, მაშინ ცხელი პურის მირთმევა უფრო გააღრმავებს პროცესებს. ამ პროცესის გამომწვევი კი საფუარია-ერთუჯრედიანი სოკო saccharomyces cerevisiae ოჯახობის წარმომადგენელი, რომელსაც პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ.

საფუარს მცირე დოზებში იყენებენ, როგორც პრობიოტიკს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მიკროფლორის აღსადგენად და ზოგიერთი ნაწლავური დაავადების მკურნალობისთვის.

სოკოები განიცდიან დუღილს, რომლის დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით მეორადი მეტაბოლიტები და ნახშიროჟანგი. გაზები აიძულებს ცომს ზომაში მომატებას და ღრუბლისებურ სტრუქტურას აძლევს. მეტაბოლიტები განაპირობებენ პურის გემოს და არომატს. სოკოების დუღილი გრძელდება ფეჩშიც და მანამდე, სანამ პური ცხელია. თუ ასეთი პური მივირთვით, დუღილი გაგრძელდება კუჭში. ამ ორგანოსთვის კი ეს კარგს არაფერს მოასწავებს: მოიმატებს მჟავიანობა, დაიწყება გაზთწარმოქმნა, მუცლის შებერილობა, სიმძიმე, კუჭის წვა. ეს პროცესები გააღიზიანებს ლორწოვან გარსს და გამოიწვევს გასტრიტს.

გარკვეულ პირობებში, დაბალი იმუნიტეტის დროს სოკოებმა შეიძლება ინფექციური დაავადებები გამოიწვიოს. თუ სოკოს უჯრედები მოხვდა სისხლში, წარმოიშვება ინვაზიური მიკოზი-საშინელი დაავადება, რომელიც 30%-ში სიკვდილს იწვევს.

ამის გარდა, ზოგადად თბილი ცომი ცუდათ გადამუშავდება. იგი დაილექება კუჭის კედლებში და კუჭს მუშაობაში ხელს უშლის. მზა პროდუქტის სახეს პური იძენს მხოლოდ მაშინ, როვა ის ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება, და დღე-ღამის განმავლობაში წარმოიქმნება ქერქი.


image




დაინტერესდით:




# რომელი პროდუქტების ყიდვა არ ღირს


# ყავის მომზადების ყველაზე უცნაური რეცეპტები


# იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე სხვა გემო და ფორმა ჰქონდა


# რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს


# 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან


# 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად


0
247
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0