სხვა რატომ არის მნიშვნელოვანი ჩუსტების ტარება და რატომ არ შეიძლება იატაკზე ფეხშიშველი ან წინდებით სიარული 2020, 17 ოქტომბერი, 9:39 ბევრი ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რით დადის საკუთარ სახლში – ჩუსტებით, წინდებით, თუ საერთოდ, ფეხშიშველი და უმრავლესობა, ალბათ, არც კი, დაფიქრებულა, ჯანმრთელობისთვის რა უფრო სასარგებლოა – სახლშიც ფეხსაცმლის ტარება, თუ მის გარეშე სიარული. როგორც გაირკვა, მყარ ზედაპირზე ფეხშიშველი და თუნდაც, წინდებით სიარული, ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. უძველეს დროში, ვიდრე ფეხსაცმელს მოიგონებდნენ, ადამიანები ყველგან ფეხშიშველები დადიოდნენ. ქვიშა, მიწა და ტალახი რბილი ზედაპირია, რომელიც ტერფის დაბიჯების დროს, ფეხის ფორმას იღებს. ამიტომ, ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდა. მაგრამ, როდესაც თანამედროვე ადამიანი ხეზე ან ლამინატზე ფეხსაცმლის გარეშე იწყებს სიარულს – ეს ზიანს აყენებს ფეხის ტერფს და მთლიანად ორგანიზმს, რადგან ასეთი მასალები ფორმას არ იმეორებს. შედეგად, ტერფი «იბეჟება», ქვედა კიდურები და მთლიანედ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა მისთვის უჩვეულო დატვირთვას განიცდის. გარდა ამისა, მყარ ზედაპირზე, ფეხსაცმლის გარეშე, ხშირად სიარულის შემთხვევაში, ტერფებზე, შეიძლება, კოჟრები წარმოიქმნას, მყესის ქსოვილების ანთებითი პროცესი განვითარდეს, გაჩნდეს ტკივილის შეგრძნება მუხლების და წელის არეში. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, სახლში, უბრალოდ, რბილი ჩუსტები ატარეთ. არხის სხვა სიახლეები: 1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს 6. 100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად 332 5-ს მოსწონს
|