x
image
არჩილ ვერულიძე
ისტორიული უზუსტობები, რომელთაც ფილმში «1917» შეხვდებით
image

ცოტა ხნის წინ კინოეკრანებზე გამოვიდა სემ მენდესის ფილმი «1917». იგი დაფუძნებულია მისი ბაბუის, კაპრალ ალფრედ მენდესის ისტორიებზე. ეს მოთხრობები ბავშვის სულში აღიბეჭდა. მაგრამ ფილმი გადაღებულია გარკვეული უზუსტობებითა და დაშვებებით. ფილმის მოქმედებები ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ქვეყნებს შორის გლობალური კონფლიქტები მიმდინარეობდა. რეჟისორს ბავშვობაში ამ მოვლენების შესახებ უამბო ბაბუამ. მენდესის თქმით, მან გააფართოვა სიუჟეტი და შეცვალა იგი გარკვეულწილად. მაგრამ შევედადოთ იმის გარკვევას, რომელი სცენაა ფილმიდან სიმართლე და რომელი არა. საინტერესოა, რომ ფილმის შინაარსი გადაჭარბებულია დიდი ეკრანებისთვის, რაც რეალობას სულაც არ ასახავს.


ფილმის განმავლობაში მაყურებლები თვალს ადევნებენ ორ მამაც ჯარისკაცს, რომლებიც ცდილობენ გადალახონ მტრის ტერიტორია, რათა გაგზავნონ შეტყობინება მოსალოდნელი ხაფანგის შესახებ, სადაც დაახლოებით 1600 ჯარისკაცი შეიძლება დაიღუპოს. «1917» ერთგულად აჩვენებს ომის განუწყვეტელ სისასტიკეს და სიმძაფრეს. უმცროსი კაპრალები ბლეიკი და სკოფილდი ფილმის მთავარი გმირები არიან. გასაოცარია მათი სამხედრო გმირობები, რომლებიც ლამაზად აღბეჭდა კინემატოგრაფისტთა ჯგუფმა. მაგრამ რეალობა მართლაც ასეთი მომხიბლავი იყო?


1917 წლის დასაწყისში მოხდა ძლიერი დაპირისპირება ბრიტანეთისა და გერმანიის ძალებს შორის. ის მიმდინარეობდა არაადამიანური სანგრული ომის სახით. ასობით ჯარისკაცი დაგროვდა სანგრებში, რომელთა შორის კილომეტრობით მავთულხლართი იყო გადაჭიმული. მოწინააღმდეგეთა ჯარები ცეცხლს უხსნიდნენ ერთმანეთს ტყვიამფრქვევებითა და მძიმე არტილერიით. მათ შორის მდებარეობდა "არავის მიწა".



ამ მავთულხლართებით დაფარულ და სისხლით გაჟღენთილ ტერიტორიაზე შეღწევის ნებისმიერი მცდელობა ახალი მსხვერპლით სრულდებოდა. ეროვნული მუზეუმის კვლევითი ცენტრის არქივის დირექტორმა ჯონათან კეისიმ თქვა, რომ ფილმის ყველა კადრი, რომელიც "არავის მიწასთან" (No Man's Land) - თან არის დაკავშირებული საკმაოდ რეალურად გამოიყურება. ეს ადგილები სავსე იყო ტკივილით, სიკვდილით, განადგურებით. ასევეა ნაჩვენები ფილმშიც.


კაპრალებმა ბლეიკმა და სკოფილდმა მიიღეს ბრძანება გენერალისგან, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ ფრონტზე შექმნილი ვითარების შესახებ, რადგან კომუნიკაცია განადგურდა დაბომბვის შედეგად. ასეთი მომენტები არცთუ იშვიათი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. ახალგაზრდა სამხედროებს მტრის ცეცხლის ქვეშ მოუხდათ გავლა. მათ გაიარეს მტრის მიტოვებული სანგრები. ამავე დროს, ბლეიკის ძმა მეზობელ ბრიტანულ ქვედანაყოფში მსახურობდა.


იგი, პოლკოვნიკ მაკენზის (ასევე გამოგონილი პერსონაჟის) ხელმძღვანელობით ამზადებდა შეტევას მეორე დღისთვის და ფიქრობდა, რომ ეს ომის დასასრული გახდებოდა. ბრიტანელ გენერლებს სჯეროდათ, რომ გერმანელებმა სისტემატურად დაიწყეს უკან დახევა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს 24 საათის განმავლობაში ერთი შეტევით გაენადგურებინათ ისინი. მაგრამ საჰაერო დაზვერვამ აჩვენა, რომ გერმანელები მხოლოდ მანევრს ასრულებდნენ თავდაცვის საუკეთესო პოზიციებისკენ იხევდნენ. ისინი ამზადებდნენ ხაფანგს ბრიტანული არმიისთვის. ასეთია ფილმის სიუჟეტი. მაგრამ როგორი იყო რეალობა?


ეს კინემატოგრაფიული სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ მოქმედებდნენ გერმანელები პირველი მსოფლიო ომის დროს. მოვლენებს «ოპერაცია ალბერიხი» ეწოდებოდა. ის გაგრძელდა 1917 წლის თებერვლიდან მარტამდე. ფილმში «1917» მსგავსი მოვლენები აპრილშიც ხდება. მაშინ გერმანელები წავიდნენ თავიანთი პოზიციებიდან ჰინდენბურგის ხაზის მიღმა და განლაგდნენ მდინარე ენას პირას, რომელიც მიედინება საფრანგეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით. იქ თავდაცვა უფრო ადვილი იყო.


სინამდვილეში, ბრიტანეთის არმია არ გეგმავდა დიდ შეტევას, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. ეს იყო ნამდვილი პოზიციური ომი. ყველაფერი შემოიფარგლებოდა საფრანგეთის არმიის ჩრდილოეთის ჯგუფის შეტევით. რუსეთი, მის ტერიტორიაზე მომხდარი რევოლუციების შედეგად, საერთოდ, კონფლიქტიდან გამოსვლას გეგმავდა.

image

მაგრამ, 1917 წლის აპრილში ომში შეერთებული შტატები ჩაება და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა დაიწყო.


ფილმში ნაჩვენებია, რომ თავიანთი გეგმების შესასრულებლად, გერმანელებმა დაანგრიეს შენობა-ნაგებობები, გაჩეხეს ტყე, დააზიანეს სარკინიგზო გზები და დაამონტაჟეს ნაღმი-ხაფანგები.

განადგურდა ქალაქის ყველა სახლი. გერმანელები ყველაფერს ანადგურებდნენ თავიანთ გზაზე. გერმანიამ გააერთიანა თავისი ძალები გამაგრებული თავდაცვითი ქსელის შექმნით. იგივე ხდებოდა ოპერაცია «ალბერიხის» დროს. ისტორიკოსები აღიარებენ ამ ქმედებებს, როგორც პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ჭკვიანურ თავდაცვით ოპერაციას.


არსებობდნენ თუ არა კაპრალ ბლეიკისა და სკოფილდის ნამდვილი პროტოტიპები, ასევე მათი გმირული საქციელი, რომელიც ფრონტის ხაზის გადაკვეთაში გამოიხატება? რა თქმა უნდა, ფილმის ყველა პერსონაჟი გამოგონილია. მაგრამ მთავარი გმირები ამ მოვლენების რამდენიმე რეალური მონაწილის სახეს შეიცავენ. ფილმის გმირები და ბოროტმოქმედები ავტორების მენდესისა და უილსონ კერნსის წარმოსახვის შედეგია. ისინი მენდესის ბაბუით იყვნენ შთაგონებულნი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის რეალური მონაწილე გახლდათ. ალფრედ მენდესი ფილმის გმირების მსგავს სიუტაციაში აღმოჩნდა.


მაშინ ბრიტანელ ჯარისკაცებს მოუწიათ ბელგიის სოფლის დაბრუნება, რომელიც გერმანიის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ეს მოხდა 1917 წლის 12 ოქტომბერს. საბრძოლო მოქმედებები კოკისპირულ წვიმაში მიმდინარეობდა. 484 მებრძოლიდან მხოლოდ 158-მა შეძლო გადარჩენა. იყო უამრავი დაჭრილი და დაკარგული.


დაღუპულები და დაჭრილები "არავის მიწაზე" დარჩნენ აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში. სწორედ მაშინ მიეცა ბრძანება ალფრედ მენდესს დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ადგილმდებარეობის დადგენის შესახებ. ის და მისი გუნდი გაემართნენ იმათ მოსაძებნად, ვინც ამ ხოცვა-ჟლეტის დროს გადარჩა. ალბერტმა მოახერხა გადარჩენოდა ტყვიამფრქვევებისა და სნაიპერების ცეცხლს და სახლში ჯამრთლი დაბრუნდა. ერთი ჭრილობაც კი არ მიუღია.


და მაინც, ფილმ «1917» მოვლენების უმეტესობა გამოგონილია, მაგრამ ისინი გაჯერებულია ისტორიის ელემენტებით, პერსონაჟების ჩათვლით. ფილმის ყველა ასპექტი ძალიან ჰგავს რეალურ მოვლენებს. ფილმის ავტორებმა სცადეს «1917» პირველი მსოფლიო ომის ექვივალეტად ექციათ. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი გამოგონილია, ის მაყურებელს აჩვენებს, რომ ასეთი მოვლენები შეიძლება განვითარბულიყო დასავლეთის ფრონტზე. ფილმი გახდა პირველი მსოფლიო ომის დიდი განადგურების და ადამიანური მსხვერპლის დასტური.

0
81
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0