სასმელები ჯიში, რომლის ყურძნისგანაც უმაღლესი კლასის ღვინოები მზადდება 2020, 14 ოქტომბერი, 9:08 ალბანა იტალიური ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშია. ის ძალიან ძველია და ემილია-რომანაში ხარობს. მისგან იწარმოება ანალოგიური სახელწოდების მქონე სახელგანთქმული იტალიური ღვინო ალბანა დი რომანა, რომელმაც იტალიაში ყველაზე პირველმა მიიღო DOCG სტატუსი, რაც ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელია. ალბანა სპუმანტეც ალბანას ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ცქრიალა ღვინოა.
ალბანას მეორენაირად გრეკო დი ანკონა ეწოდება, თუმცა სულაც არ ენათესავება გრეკო ბიანკოს. 2008 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ალბანას ნათესაური კავშირი დადგინდა გარგანეგასთან, თუმცა რადგან გარგანეგას ნათესაური კავშირები ბოლომდე დაზუსტებული არ არის, უფრო კონკრეტულად არაფრის თქმა არ არის შესაძლებელი. ისტორიულ წყაროებში ალბანა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან არის მოხსენიებული. ემილია-რომანაში ეს ჯიში სულ 4500 ჰექტარ ფართობს ფარავს. ღვინის ზოგიერთი მოყვარულისთვის მისი ღვინის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ნებადართულია მცირე ფართობზე შედარებით დიდი მოსავლის მიღება, რაც დაბლა სწევს ღვინის ხარისხს. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) ![]() 86 შეფასება არ არის
|