x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საინტერესო ფაქტები რთველის შესახებ: რას უწოდებდნენ მას ძველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში
სიტყვა “რთველი” ქართულია, ძირძველი, ოდითგანვე ქართულ ენაში დამკვიდრებული, მაგრამ საუკუნეების მანძილზე მანაც განიცადა სახეცვლილება. როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობს, წინათ რთველს თურმე “სთველი” ერქვა. გარდა ამისა, დიდი მეცნიერის მტკიცებით, თურმე საქართველოში ძველად ყურძნის მოკრეფის ორი სახეობა არსებობდა - მოსთვლა და მოწილვა. აქედან პირველმა სახე იცვალა და დღეს რთველის სახით შემოგვრჩა, მეორე კი - უკვალოდ გაქრა.


ივანე ჯავახიშვილისვე მტკიცებით, ძველად მოსაკრეფ ვენახს “სასთულებელს” უწოდებდნენ. ქართველი ისტორიკოსი ფიქრობდა, რომ ამ სიტყვის ჟღერადობა და კეთილხმოვანება ღვინისადმი მოწიწებას ამჟღავნებს.


ძველ საქართველოში ასევე არსებობდა მემარნის პროფესია. მემარნე ვენახის და ღვინის თვისებებს სინჯავდა. მას შეეძლო რთველის დაწყება. როგორც ვახტანგ მეექვსის “დასტურლამალში” ვკითხულობთ, სწორედ ის ვენახი უნდა დაკრეფილიყო, რომელსაც მემარნე მოიწონებდა და მოინდომებდა.


დღეს მემარნის პროფესია აღარ არსებობს. მევენახეები, რომლებიც მცირე მიწებს ფლობენ, მათზე გაშენებული ვაზის რამდენიმე ასეული ძირით, რთველს მაშინ იწყებენ, როცა ყურძნის გემოს გასინჯვით ხვდებიან, რომ მოსავალი ასაღებად მზად არის. არსებობენ ისეთი მევენახეებიც, რომლებიც ყურძნის შაქრიანობას ამოწმებენ რთველის დაწყებამდე. ეს მისასალმებელი ფაქტია, რადგან ხშირად ისეც ხდება, რომ მევენახე დაკრეფს რამდენიმე ტონა ყურძენს, რაშიც მთელი წლის განმავლობაში შრომა და ჯაფა ჩადო, მიიტანს ქარხანაში და ქარხანა მოსავალს იწუნებს და მევენახეს ეუბნება, რომ ყურძენს შაქრიანობა აკლია. ეს რომ ასე არ მოხდეს და ზედმეტი გაწამაწია და კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, წინასწარ ყურძნის შაქრიანობის შემოწმება კარგი გამოსავალია. თუ ვენახი დასაკრეფად მზად არ არის და ყურძენს შაქრიანობა არ ჰყოფნის, მოვიცადოთ და რთველი მოგვიანებით დავიწყოთ. უკვე მოკრეფილ და მოუმწიფებელ ყურძენს კი სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება.



საქართველოში რთველი ყველაზე პირველად კახეთში იწყება, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, რადგან აქ ტემპერატურათა ჯამური ოდენობა როგორც წესი შედარებით უფრო მეტია, ვიდრე ყვარელში ან მითუმეტეს ახმეტაში. შემდეგ მოდის რაჭა, ხოლო აჭარელი მევენახეები ჯანის, ჩხავერის და საწურავის რთველს ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში იწყებენ. რაც უფრო მზიანია რეგიონი და რაც უფრო ნაკლები ნალექები ახასიათებს მას, მით უფრო მალე იწყება იქ რთველი.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)



რთველი

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0