სასმელები როგორ შევინახოთ ღვინო - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ 2020, 14 ოქტომბერი, 1:31 შეიძლება თუ არა, რომ ღვინო დროთა განმავლობაში თანდათან გაფუჭდეს? ადამიანების არცთუ მცირე ნაწილი ხომ ფიქრობს, რომ რაც უფრო ძველდება ღვინო, მით უფრო უკეთესი ხდება? მაგრამ ეს ყველანაირ ღვინოს არ ეხება. ღვინოების გარკვეული ნაწილი დამზადებულია იმგვარად, რომ მათი დალევა მალევე მოხდეს. მაგრამ რამდენ ხანში შეიძლება ღვინო გაფუჭდეს და როგორ შევინახოთ ის?
ღვინის კომპანიები ვალდებულები არ არიან, მიუთითონ, თუ რა ვადებამდე ძლებს მათ მიერ წარმოებული სასმელი, რადგან სითხისთვის, რომელიც 10 გრადუსზე მეტ ალკოჰოლს შეიცავს, ეს აუცილებელი არ არის. მაგრამ მაინც როგორ უნდა მივხვდეთ, არის თუ არა ღვინო საუკეთესო? ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, კარგად ძლებს ღვინო, რომელსაც ჰაერთან ნაკლები შეხება აქვს. ამიტომ ნუ შეინახავთ სითხეს თავღია ჭურჭელში. ის თქვენ მალევე გაგიფუჭდებათ. ღვინის შენახვის პოტენციალი დამოკიდებულია ასევე ალკოჰოლის და ტანინების შემცველობასა და მჟავასა და შაქრიანობაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, სულფიტების რაოდენობა და საცობის ხარისხიც მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ ალკოჰოლს და ტანინებს შეიცავს ღვინო და რაც უფრო მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, მით უფრო დიდხანს ინახება. თეთრი ღვინო ტანინებით ღარიბია, ამიტომ აქ გადამწყვეტი ალკოჰოლი და მჟავიანობაა, რადგან მჟავიანობა აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას. ალკოჰოლი არის კარგი საკონსერვაციო საშუალება, ამიტომ ისიც იცავს ღვინოს გაფუჭებისგან. ამიტომ თუ გსურთ, ღვინო წლების მანძილზე შეინახოთ, მას ალკოჰოლი 12 %-ზე მეტი უნდა ჰქონდეს. ასევე დაგაინტერესებთ: 5 ნიშანი, რაც ღვინის მცოდნეს გამოარჩევს შაქრიანობაც შენახვის პროცესში კარგი დამხმარეა. რაც უფრო ტკბილია ღვინო, მით უფრო დიდხანს ინახება ის. ამასთან, სულფიტიც კარგი კონსერვანტია, რადგან ის ოქსიდაციის პროცესს აფერხებს. ღვინის ბოთლს თუ გახსნით, ეცადეთ, სასმელი რაც შეიძლება მალე დალიოთ. ღვინო არც ოპტიმალური ვადების გასვლის შემდეგ გაწყენთ, მაგრამ თუ გსურთ, რომ სასმელმა საუკეთესო თვისებები შეინარჩუნოს, ის მალევე უნდა მიირთვათ, როცა ბოთლს სახურავს მოხსნით. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 66 შეფასება არ არის
|