ასტროლოგია მსოფლიო მათ გარშემო ტრიალებს: 4 ყველაზე ქედმაღალი ზოდიაქოს ნიშანი 2020, 13 ოქტომბერი, 20:04
ამ ნიშნებს უყვართ იმის გაკეთება, რაც მათთვის კომფორტული და მომგებიანია... არც იფიქროთ, რომ გვირგვინი ამძიმებს მათ.
ვერძიამ ნიშნის წარმომადგენლები ჯიუტები არიან. თუ რაღაც გადაწყვიტეს მზად არიან ყველაფრის ფასად მიაღწიონ საწადელს. ისინი მიჩვეულები არიან თავიანთი მიზნების მიღწევას. ამავდროულად, ვერძებს საერთოდ არ აღელვებთ რამდენი მსხვერპლი დაეცემა მათ ფეხებთან საწადელის მიღების დროს. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი თავია. კუროკუროები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, ყველამ უნდა მიატოვოს თავისი საქმე და მათ დასახმარებლად გაიქცეს. და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კუროები მშვენიერი მეგობრები არიან, ბევრს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად მიდიან კომპრომისზე. ლომიმათ აქვთ მაღალი თვითშეფასება და უბრალოდ უყვართ ყველაფრის გაზვიადება. რისი გაკეთებაც არ უნდა მოუხდეთ, თვლიან რომ ყველაფერში პირველები და საუკეთესონი უნდა იყვნენ. ლომები მოითხოვენ საყოველთაო ყურადღებას შეუზღუდავი რაოდენობით. ლომისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ის საუკეთესოა. დიახ, ლომები ძალიან ქედმაღლები არიან. თხის რქაისინი უბრალოდ აღმერთებენ საკუთარ თავს. დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აზრი ერთადერთი და ყველაზე მართებულია. და თუ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თხის რქა შეცდა, მაშინ სიტუაციას ისე შემოაბრუნებს, თითქოს ირგვლივ ყველა დამნაშავეა, მაგრამ არა ის. თხის რქები ხომ არასოდეს ცდებიან. 1769 7-ს მოსწონს
|