კომპანია Apple ცნობილია თავისი უჩვეულო დიზაინერული მიღწევებით. ამ ბრენდის ქვეშ წარმოებული ტელეფონები, კომპიუტერები, მუსიკალური ფლეერები სარგებლობს საოცარი პოპულარობით მსოფლიოს ყველა კუთხეში. ბრენდის უკანასკნელმა ინოვაციურმა მოწყობილობებმა iPhone–მა და iPad–მა მოიპოვა არნახული პოპულარობა, რამაც სტიმული მისცა კომპანიას, ეფიქრა ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
ერთ–ერთი ახალი პროდუქტი, რომლის შემოთავაზებასაც Apple გეგმავს, არის ელექტრომობილი iMove. ელექტრომობილის კონცეფცია ეკუთვნის იტალიელ დიზაინერს Liviu Tudoran–ს.
დიზაინერის მტკიცებით, ელექტრომობილი, სახელად iMove, ისევე როგორც ამ ბრენდის სხვა გაჯეტები, სრულიად შეცვლის წარმოდგენას ჩვეულებრივ ავტომობილებზე.
სავარაუდოდ, ეს ეკოლოგიური ელექტრონული მობილი გამოვა 2020 წელს. iMove–ის კომპლექტაციაში შედის სენსორული ეკრანი, რომელიც შეცვლის არსებულ პანელს; ასევე სავარძლების სამი კონფიგურაცია. ხოლო მობილის სახურავი იქნება Apple Macintosh კომპიუტერის Mouse–ს ფორმის, რაც უზრუნველყოფს “გაჯეტის“ ბრენდთან დაკავშირებას.
iMove–ის მფლობელს საშუალება ექნება სხვადასხვაგვარად გადააწყოს მობილის ინტერიერი, შეცვალოს სალონის ვარიაციები. ხოლო გარედან გაჯეტი დაიფარება ფოტოქრომული ფენით, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს ცვალოს ავტომობილის ფერი სურვილისამებრ.