მხატვრობა ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ორი მოცურავე გოგონაა, მაგრამ აბა კარგად დააკვირდით ... თვალებს არ დაუჯერებთ! 2020, 12 ოქტომბერი, 16:52 გუსტავო სილვა ნუნესი თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ჰიპერრეალისტი მხატვარია, რომლის საოცრად რეალისტური ნახატებიც ვერცერთ დამთვალიერებელს გულგრილს ვერ ტოვებს.გუსტავოს განსაკუთრებულად წყლის ქვეშ მყოფი ადამიანების პორტრეტების ხატვა უყვარს, რასაც ის იმდენად ოსტატურად აკეთებს, რომ მისი ნამუშევრების ფოტოებისგან გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელია. ავტორი საკუთარ ნახატებთან ისე პოზირებს, რომ არსებულ და გამოგონილ რეალობებს შორის არსებულ ზღვარს არღვევს.ეს ნიჭიერი მხატვარი ვალენსიაში დაიბადა, თუმცა დღესდღეობით ის მოღვაწეობას ვენესუელაში აგრძელებს, გუსტავო სილვა ნუნესი, რომლის საოცარი ნამუშევრებიც უკვე არაერთი კოლექციონერის კერძო კოლექციებშია დაცული, ხელოვანთა წრეებში საკმაოდ მაღალი რეპუტაციითა და დიდი წარმატებით სარგებლოს.ხელოვანის ნახატები განსაკუთრებული დინამიურობით, ფერების ზუსტი გადმოცემით, სიღრმის განცდითა და დეტალიზაციის მაღალი დონით გამოირჩევიან. მხატვარი თავის თითოეულ ნამუშევარში წყლის ზედაპირზე მოციმციმე მზის სხივებსა და მსუბუქ ტალღებს დიდი ოსტატობითა და სიზუსტის გასაოცარი დაცვით გადმოსცემს. გთავაზობთ ახალგაზრდა ჰიპერრეალისტი მხატვრის შთამბეჭდავ ნამუშევრეს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.21168 2-ს მოსწონს |