x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
უნდა მივირთვათ თუ არა წიწიბურა და რატომ? აუცილებლად წასაკითხი
მიუხედავად იმისა გვიყვარს თუ არა წიწიბურა, მას მაინც ხშირად მივირთმევთ. ზოგი დიეტის მიზნით, ზოგს სმენია მისის სასარგებლო თვისებების შესახებ და სწორედ ამიტომ ცდილიბს იგი თავისის კვების რაციონში შეიყვანოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიწიბურა გამოირცევა მრავალი სასარგებლო თვისებებით, რაც ხელს უწყობს ცვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას. image

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მას მოხარშულის სახით მიირტმევს, თუმცა მას მრავალნაირად ამზადებენ, როგორიცაა მაგალითად წვნიანი, ფაფა და მრავალი სხვა.

წიწიბურას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება სიმსივნისგან დაცვის უნარია. ფლავონიდების შემცველობის წყალობით ის სიმსივნის ზრდას აბრკოლებს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე ეკოლოგიურ ვითარებაშია მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, წიწიბურა ამცირებს თრომბოზის განვითარების რისკს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას "ცუდი" ქოლესტერინისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვების დაავადებების განვითარებას.


შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით წიწიბურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს უახლოვდება და ამიტომ ხორცის თითქმის სრულფასოვან შემცვლელად მიიჩნევა. ამასთან, წიწიბურას ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს.image

წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ის თითქმის ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა. წიწიბურაში არ არის ნიტრატები, პესტიციდები და ჰერბიციდები. ამ მცენარეს ქიმიკატები, უბრალოდ, არ სჭირდება. ის მშვენივრად ვითარდება სასუქის გარეშე და სარეველასაც დახმარების გარეშე უმკლავდება.

წიწიბურა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მისი მიღების შემდეგ სისხლში შაქარი ნელა იზრდება და არა უცებ, როგორც ეს სხვა ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღებისას ხდება.

წიწიბურას გარსისგან ამზადებენ უძილობის საწინააღმდეგო ბალიშებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროდუქტს დამამშვიდებელი თვისებაც აქვს.

წიწიბურის დიეტის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ამ მარცვლეულში შედის ისეთი მინერალური ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და წვავს ცხიმებს.image

მჟავები, რომელსაც წიწიბურა შეიცავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავა-ტოტოვან ბალანსს არეგულირებს, ასევე ამაგრებს სისხლძარღვებს.

მას ორგანიზმიდან გამოაქვს ცუდი ქოლესტერინი. ამიტომაც სასარგებლოა წიწიბურის ყოველდღიურ რაციონში შეტანა ასაკოვანი ადამიანებისთვის.

წიწიბურას, ამ და სხვა მრავალი სასარგებლო თვისებების წყალობით ჩვენი ორგანიზმი გაჯანსაღებული და სასარგებლო ვიტამინებით სავსე იქნება. აქედან გამომდინარე მისის მირტმევა სასარგებლო და შეიძლება იტქვას, რომ აუცილებელიც კია.

0
539
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0