ფსიქოლოგია თამაში გონების აქტია , აკვიატებული იდეა 2020, 13 ოქტომბერი, 14:54 ლუდომანია ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევად რჩება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ოცდამეერთე საუკუნეში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ამ სტატიაში ლუდომანიას განვიხილავ ფსიქოლოგიურ ჭრილში და შემოგთავაზებთ მისი გადაჭრის ხერხებს. მოვიშველიებ იოჰან ჰაიზინგას ნაშრომს ''კაცი მოთამაშე'', რათა გამოვკვეთო მისი თამაშებრივი ხასიათი და განვიხილო, როგორც გონების თამაში. თამაში ახალი რელობის შექმნის მცდელობაა, შემქმნელი კი ცდილობს გაექცეს რეალობას. მოთამაშე ცდილობს ააგოს უტოპიური სამყარო, რომელშიც თავს იდეალურად იგრძნობს. ამიტომაცაა, რომ მოგებისგან მიღებული სიამოვნება მისთვის ჰედონისტურია და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. თამაში ახალი ისტორიული სივრცის შექმნის მცდელობაა, სადაც მხოლოდ ამავე თამაშის წესების მორჩილებით თუ გაიმარჯვებ. ეს ერთგვარად ჩაკეტილ წრეს მოგვაგონებს, რომლის გარღვევასაც ვცდილობთ, თუმც ამაოდ. თამაში ობსესიაა, მწავავე დამოკიდებულება, რომელიც იდენტობასაც კი გვაკარგვინებს. ადამიანის გონება უსაზღვროა, მას ნებისმიერი კონსტრუქციის აგება შეუძლია. თამაში შევადაროთ ნაგებობას, რომელიც შენობასავით კომპლექსურია და უამრავი ენერგია და შრომა არის ჩადებული მის ასაშენებლად. როგორც კი გარეშე პირი ეცდება მის დანგრევას ან მისი თამაშის წესების შეცვლას კონსტრუქციის ამშენებელი, ჩვენს შემთხვევასი მოთამაშე, კარგავს თვითკონტროლს და თამაშის აკვიატებულ იდეას ვეღარ ერევა .
თამაში არის წესრიგი არასრულყოფილ სამყაროში. მართლაც, ნებისმიერი სახის თამაში არის მცდელობა გაექცე რეალობას, შექმნა ილუზორული სამყარო. მიუხედავად მოთამაშიც მცდელობისა გაიქცეს, ის კვლავქმნადობის პრინციპით უბრუნდება მას და კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამს მას. რაც შეეხება მისი გადაჭრის გზებს, მოვიშველიებ ზიგმუნდ ფროიდის თეორიას ენერგიის სუბლიმაციასთან დაკავშირებით. მოთამაშე გონებას უნდა ეთამაშოს, მოახდინოს თამაშებრივი მოთხოვნილების გარდაქმნა სხვა ენერგიად, როგორიცაა ხელოვნება, შემოქმედება. ალბათ გიჩნდებათ კითხვა რატომაა რთული თავი დავაღწიოთ თამაშის მარწუხებს? პასუხი მარტივია, თამაში ჰარმონიაა, წესრიგია და სიამოვნების წყარო. თუ თეატრალურ თამაშს მოვიყვანთ მაგალითად, ის მართლაც ესთეტიურია. მიუხედავად ამისა, ის იწვევს მიჩვევას და გონებაში ილექება, როგორც აკვიატებული იდეა, რომელიც რეალობაში იჭრება, როგორც ალტერნატიული სივრცე.
50 5-ს მოსწონს
|