საზოგადოება უინსტონ ჩერჩილის საინტერესო შეფასება სტალინზე 2020, 10 ოქტომბერი, 18:11 "რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო ის, რომ ტანჯვა წამების პერიოდში მას სათავეში ედგა უდიდესი და ქედმოუხრელი სარდალი სტალინი, ეს იყო უძლეველი, ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, როგორიც შეეფერებოდა ჩვენს ცვალებადსა და მკაცრ დროს.
სტალინი იყო უძლეველი, ენერგიული და უტეხი ნებისყოფის ადამიანი. საუბარში ზოგჯერ მკვეთრი, ფიცხი და დაუნდობელი, რომლის წინააღმდეგ მეც კი, რომელიც აქ ბრიტანეთის პარლამენტში აღვიზარდე, ბევრი არაფერი შემეძლო.
უპირველეს ყოვლისა სტალინს გააჩნდა იუმორის გრძნობა და ზოგჯერ უთქმელი აზრის აღქმის უნარი. სტალინის ეს ძალა იმდენად დიდი იყო, რომ კოლოსალურ გავლენას ახდენდა. ეს ისეთი რამაა, რომ მას საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა დროის ერთმმართველი და ხელმძღვანელი.
სტალინმა ჩვენზე დატოვა ასეთი შთაბეჭდილება: მას გააჩნდა ღრმა, დინჯი, ყოველგვარ პანიკას მოკლებული სიბრძნე. რთული მომენტებისათვის შესაფერისი და გამოსავალი გზების შეცნობის შეუდარებელი ოსტატი, გარდა ამისა, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტშიც ერთიანად თავდაჭერილი იყო და არასოდეს ილუზიის სამოსელში არ ეხვეოდა.
მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, იგი უაღრესად რთული პიროვნება იყო და მიუწვდომელი დიქტატორი, იგი იყო ადამიანი გენია, რომელმაც თავისი მტერი თავისავე მტრის ხელით გაანადგურა. მე ვწერ იმ ადამიანზე, ვისი დაუძინებელი მტერიც ვარ, მაგრამ მე მას პატივს ვცემ, როგორც სახელმწიფო სტრატეგს, რომელსაც შეეძლო ყოველ დღე მოეტყუებინა განსვენებული რუზველტი და ყოველ მეორე დღეს კი მე." - უინსტონ ჩერჩილი
1119 2-ს მოსწონს
|