კონფლიქტები რატომ ვერ აიღო აზერბაიჯანმა ყარაბაღი? 2020, 10 ოქტომბერი, 15:54 უკვე ორი კვირაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, თუმცა რომელიმე მხარის უპირატესობაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. მართალია, აზერბაიჯანმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, თუმცა ეს ის წარმატება არ ყოფილა, რასაც მისგან აზერბაიჯანელი ხალხი ელოდა. დნაკარგი კი ორივე მხარეს ძალიან დიდი აქვს. მაგალითისთვის: ამ პატარა ტერიტორიის აღებას, რუკაზე წითლად რომ არის, ორივე მხარემ შეაწყვიტა 1000-ობით ადამიანი, უამრავი ჯავშანტექნიკა და ფინანსები. შედეგი - უმნიშვნელო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ყარაბაღი არის მთაგორიანი ტერიტორია, სადაც განლაგებული ჯარისთვის, დაბლობზე მდგარი მოწინააღმდეგე არის კარგი სამიზნე. მთაგორიანი რელიეფის აღება ტანკებით და ცოცხალი ძალით არის ძალიან რთული.
2. სომხეთი არ ჩამოუვარდება აზერბაიჯანს შეიარაღებით, რადგან მის არსენალში არის რუსული ბალისტიკური რაკეტები. ორივე მხარეს აქვს გარკვეული უპირატესობები: აზერბაიჯანს ჰაერში და სომხეთს შორსმსროლელ ზალპურ სისტემებში და არტილერიაში.
3. ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში შენდებოდა საფორტიფიკაციო ნაგებობები, სანგრები, ბუნკერები და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები - შედეგად მთელი ყარაბაღი წარმოადგენს ერთგვარ ციხე-სიმაგრეს.
თუმცა, ჯერ-ჯერობით, გამარჯვებულზე საუბარი ნაადრევია. ომი ახლა ხურდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი.
2347 1-ს მოსწონს
|