ქალი და მამაკაცი ალინა კაბაევა ტყუპი ბავშვების გაჩენის შემდეგ საზოგადოებაში აღარ ჩნდება 2020, 9 ოქტომბერი, 12:00
ბრიტანულმა გამოცემა The Sun- მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 37 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა საზოგადოებაში აღარ ჩნდება.
სპორტსმენმა, რომელიც არაოფიციალურად ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, გასულ გაზაფხულზე ტყუპების გაჩენის შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა. ბოლოს ტანმოვარჯიშე საზოგადოებამ 2018 წელს იხილა, როდესაც ის სავარაუდოდ ორსულობის მეორე თვეში იყო. ამის შემდეგ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან მოსკოვის კლინიკაში ორი ტყუპი ბიჭი გააჩინა. The Sun-ს ამის დასტურად აქვეყნებს კაბაევას ფოტოს, სადაც ჩანს, რომ სპორტსმენი ფართო კაბით ცდილობს მუცლის დამალვას. ამასთანავე გამოცემა მოსკოველ სანდო წყაროს იშველიებს და აღნიშნავს, რომ პუტინი საკმაოდ გულჩათხრობილი ადამიანია, რომელიც წლობით არ საუბრობს ორ ზრდასრულ ქალიშვილზე და მალავს კიდეც, აქედან სავარაუდო დასკვნა: "ახლაც კი, იშვიათად საუბრობს მათზე(ქალიშვილებზე) და არასდროს იხსენიებს სახელებით და თუ ალინამ მას შვილები გაუჩინა, მაშინ მათი დამალვა შეიძლება ამის ერთ-ერთი ძლიერი მინიშნება იყოს. ის შეპყრობილია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებით ”, - ციტირებენ წყაროს ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ალინა კაბაევა გახდა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან. ამის შემდეგ მან დაიკავა ჰოლდინგ "ეროვნული მედია ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, რომელსაც თავმჯდომარეობდა 6 წლის განმავლობაში. ჭორები კაბაევას და რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო რომანზე პირველად 2008 წელს აგორდა, თუმცა ამ ინფორმაციის არც ოფიციალურად დადასტურება ან უარყობა ჯერჯერჯობით შეუძლებელია. ოფიციალურად ცნობილია, ის, რომ ვლადიმერ პუტინი ცოლს -ლუდმილა შკრებნევას(პუტინა)2013 წელს გაეყარა. 689 4-ს მოსწონს
|