სასმელები ღვინო, რომელსაც თხევად ოქროს უწოდებენ 2020, 8 ოქტომბერი, 22:59 მსოფლიოში ვაზის მრავალი სახელგანთქმული ჯიშია, რომლებიც შესაფერის პირობებში ღვინის საუკეთესო მოსავალს იძლევიან, მაგრამ ათწლეულების მუხლჩაუხრელი შრომა და გარჯა და ასევე სწორი და გაააზრებული საინფორმაციო კამპანია სჭირდება იმას, რომ ღვინო, თუნდაც საუკეთესო, ბევრმა ადამიანმა შეამჩნიოს და აღიაროს.
თუმცა, არც შრომა, არც გარჯა, არც კლიმატური პირობები და არც ნდობა არ აკლია ფრანგულ ვაზს, რომელიც ჩვეულებრივი ღვინის ნაცვლად მართლაც თხევად ოქროს იძლევა. სწორედ ასე უწოდებენ იმ ფრანგულ ღვინოს, რომელზეც ამ სტატიაში საუბარი გვექნება. ეს არის შატო კლიმენსი, რომელიც თეთრი ტკბილი ღვინოა. ის ათწლეულების მანძილზე განიცდის დაძველებას. მისმა 2001 წლის მოსავალმა რობერტ პარკერის “Wine Advocate”-სგან 100 ქულა მიიღო. ვინც თუნდაც სულ ოდნავ მაინც არის ჩახედული მსოფლიო მეღვინეობის ინდუსტრიაში, კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს. რობერტ პარკერის ჟურნალის მიერ მინიჭებული 100-ქულიანი შეფასება მართლაც არაჩვეულებრივი წარმატებაა. ექსპერტები ამ ღვინოს “გლორიფიცირებულ ნექტარსაც” უწოდებენ. შატო კლიმენსი (ყოველ შემთხვევაში, მისი 2001 წლის მოსავალი) შეიძლება შევადაროთ შატო დ’იკემს, რომელსაც ასევე აქვს მიღებული რობერტ პარკერის ჟურნალის 100-ქულიანი შეფასება. ეს არის ახალგაზრდული, კომპლექსური გემოს თაიგული, რომელიც ყვითელი ხმელი ხილის, თაფლის და სანელებლების გასაოცრად დახვეწილი არომატებისგან შედგება და სულ მცირე, 30-40 წლის მანძილზე მაინც არ კარგავს საუკეთესო გემოს. (სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე) 137 1-ს მოსწონს
|