არქიტექტურა კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები 2020, 24 ოქტომბერი, 11:35 დღემდე ამოუცნობი ისტორიის ერთ-ერთი საიდუმლო–გოთიკის წარმოშობაა, რომელმაც მე-12 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში რომანული სტილი გამოდევნა და მოგვიანებით მთელს ევროპაში გავრცელდა. სამშობლოში ახალმა არქიტექტურამ ორი ასწლეული იარსება და ისევე უცბად გაქრა, როგორც გაჩნდა. მისი დაბადება და გაქრობა საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ლოგიკურად გამოიყურება ჰიპოტეზა იმის შესახებ, რომ გოთიკის ისტორია კავშირშია ძლევამოსილ და გასაიდუმლოებულ ტამპლიერებ-მეტაძრეების ორდენის აღმაფრენასა და დაცემასთან. სჯულის კიდობანიორდენი დაარსდა 1118 წელს, ცხრა მეომარი ბერის მიერ, რომლებმაც გამოაცხადეს წმინდა მიწისკენ მიმავალი მომლოცველების დაცვა. სინამდვილეში მათი მიზანი იყო სჯულის კიდობნის მოძებნა, რომელშიც ინახებოდა სინას მთაზე ღმერთის მიერ მოსესთვის გადაცემულ ქვის დაფებზე ამოტვიფრული ათი მცნება. ბიბლიური წმინდა რელიქვიები ოდესღაც სოლომონის ტაძარში ინახებოდა და დაიკარგა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, ბაბილონის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შედეგად. მეტაძრეებმა სოლომონის ტაძრის ადგილას აგებული ეკლესიის ქვეშ ჩაატარეს გათხრები და 1127 წელს აღმოაჩინეს არა მხოლოდ კიდობანი წმინდა მცნებებით, არამედ უამრავი მანუსკრიპტები და დიდი რაოდენობით ოქროს ზოდები. ეს გახლავთ საფუძველი ორდენის ზღაპრული სიმდიდრისა, რომელიც მალე სახელმწიფოს საიდუმლო დანამატად იქცა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ საფრანგეთში ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება დიდებული და ულამაზესი გოთიკური ტაძრები, რომლებიც გარეგნულად ძალიან განსხვავდება რომანული წინაპრებისგან, შიდა მოცულობა და თაღების სიმაღლე მნიშვნელოვნად გაიზარდა, კოშკები ცამდეა ატყორცნილი, კედლები კი ვიწრო, ვიტრაჟებიანი ფანჯრებით არის დამშვენებული. დახურული საზოგადოებადიდებული არქიტექტურული სტილის ფუძემდებლად ითვლება აბატი სუგერი სენ-ლენიდან. მაგრამ, სინამდვილეში ის მხოლოდ გულშემატკივრობდა ამ ტაძრების არქიტექტორებს და ოსტატებს, რომელთა სახელებიც ისტორიას არ შემორჩა. მათ ტამპლიერები ქირაობდნენ და გადასცემდნენ იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც ძველი ხელნაწერებიდან ჰქონდათ შესწავლილი. ამ საიდუმლოებების გათქმა კი სიკვდილით ისჯებოდა. მსოფლიოში გოთიკურ ტაძართა შორის სიდიდით პირველი ადგილი ულმის (გერმანია)მიუნსტერის კოშკს უკავია (სურათებზე), ხოლო მეორე ადგილი-კიოლნის საკათედრო ტაძარს(გერმანია).არქიტექტორები არა მარტო ხელმძღვანელობდნენ, არამედ უშუალო მონაწილეობას იღებდნენ სამუშაოებში და თავის ქვეშევრდომებთან ერთად ცხოვრობდნენ დახურულ თემში. ერთმანეთში საუბრობდნენ სხვებისთვის გაუგებარ ენაზე "არგო", რომელიც ჟარგონს ნიშნავს და შესაძლოა წარმოქმნილია J`art goth-დან (გოთიკური ხელოვნება). ასეთ იზოლაციას და განსაკუთრებულობას ითხოვდნენ დამკვეთი ტამპლიერები, ამავე დროს ეს მოთხოვნები მშენებლებს იცავდა ზედმეტად ორთოდოქსალური მღვდლებისგან, რომლებსაც შეიძლება ხელი შეეშალათ ტაძრების კედლების დეკორატიულ მოპირკეთებაში. მეტაძრეების ხელოვნება ალეგორიული იყო და არა ყოველთვის და ყველასთვის გასაგები, ზოგიერთ ელემენტებს კი არა მხოლოდ ქრისტიანული, ოკულტური მნიშვნელობაც გააჩნდა. რას წარმოადგენდნენ ეს ელემენტები, ეს მხოლოდ მეტაძრეებმა იცოდნენ, რომლებიც არა მარტო პატივისცემით სარგებლობდნენ, არამედ ჭეშმარიტი რწმენიდან გადახვევის ეჭვებს იწვევდნენ. ცნობილი იყო რა აღმოსავლეთთან კონტაქტების შესახებ, ტამპლიერებს მიაწერდნენ წარმართობას, წმინდა სიმბოლოების წაბილწვას, ეშმაკის თაყვანისცემას და სხვა ცოდვებს. ულმის კოშკი
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |