საზოგადოება მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი „მოუბრძანდა“ 2020, 6 ოქტომბერი, 18:48 ახალი თაობის ერთერთ პოპულარულ მომღერალ ავთო აბესლამიძეს, რომელიც საზოგადოებამ სატელევიზიო კონკურსიდან გაიცნო, კორონავირუსი დაუდასტურდა. ავთო აბესლამიძე რუსთავი 2-ის 2016 წლის „X ფაქტორის“ გამარჯვებული იყო და მისი სატელევიზიო დებიუტიც ამ პოპულარულ მეგა შოუში შედგა. ის, რომ მომღერალს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის თაობაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში საკუტარ გვერდზე ის თავად ავრცელებს და ამ არცთუ სასიამოვნო ამბავს იუმორით უყურებს: „Covid 19 მომიბრძანდა ))) იმედია მშვიდობით გავაცილებ."- წერს აბესლამიძე. 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 268 —გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა განაწილება შემდეგნაირია: აჭარა — 348, თბილისში — 99, იმერეთი 59, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 19, მცხეთა მთიანეთი — 10, დანარჩენ რეგიონში კი ერთეული შემთხვევებია: გურიაში და კახეთში 3-3 შემთხვევა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში — 1, შიდა ქართლში — 4, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში — 1. მისივე თქმით, დადასტურდა გარდაცვალების 4 შემთხვევა, აქედან 3 არის აჭარა, ხოლო მეოთხეს შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს. სულ კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 4 887 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 58. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 100 პირი მკურნალობს. 49 1-ს მოსწონს
|