x
image
არჩილ ვერულიძე
ბალთაზარ კოსა (იოანე XXIII) - რომის პაპთაგან ყველაზე ცოდვილი, ბრალდებული მკვლელობებში გაუპატიურებასა და მეკობრეობაში
image

შუა საუკუნეებში იმისთვის, რომ რომის პაპი გამხდარიყავით, არ იყო აუცილებელი არჩევანისა და კურთხევის რთული პროცედურის გავლა - რამდენიმე მონასტრის გაძარცვვა, მოპოვებული ოქროს გაიყიდვა და შემდეგ ეპისკოპოსის ჩინის შესყიდვა სრულიად სარმარისი იყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ტერმინი «ანტიპაპი», კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც გამოიყენებოდა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ატარებდა პაპის ტიტულს.


ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ნეაპოლიტანელი ბალთაზარ კოსა, მოგვიანებით ცნობილი როგორც იოანე XXIII.


ისტორიას ახსოვს ათობით ანტიპაპის სახელი, რომლებმაც მრავალი ცოდვა ჩაიდინეს და სირცხვილით იქნენ განდევნილნი ეკლესიიდან. მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა - განსაკუთრებით შემზარავმა და ოდიოზურმა პიროვნებებმა შეძლეს ყოფილიყვნენ გამორჩეულნი და ხალხის მეხსიერებაში დარჩნენ, როგორც ნამდვილი ურჩხულები. ასეთ ანტიპაპებს შრისაა იოანე XXIII.



იგი დაიბადა 1370 წელს კუნძულ პროსიდას გრაფის ოჯახში.ბალთაზარის ყველა ძმა მეკობრე იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 13 წლის ასაკში მან გადაწყვიტა ძმების კვალს გაჰყოლოდა.


ახალგაზრდა მეკობრეს ნამდვილად სიამოვნებდა ნაოსნობა და სანაპიროების ძარცვვა, ეს ფაქტიურად გახდა მისი მთავარი ჰობი. მაგრამ როდესაც ბალთაზარს 20 წელი შეუსრულდა, დედამისმა მეკობრეობის შეწყვეტა მოსთხოვა - ქალს სურდა, რომ რომელიმე შვილს მაინც გამოეჩინა გონიერება. მაშინ კოსამ მიატოვა ბავშვობის ჰობი და განათლების მისაღებად ქალაქში გაემგზავრა. სხვათა შორის, მომავალში ბალთაზარის ყველა ძმა ჩამოხრჩობილი იქნა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დედამ იგი სიკვდილისგან იხსნა.

image

ამ დროს თავად ის შეისწავლიდა მეცნიერებას ბოლონიის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. ბალთაზარი საკმაოდ კომუნიკაბელური ახალგაზრდა იყო, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. ამის წყალობით, იგი მალე გახდა დამწყები მღვდლების «ბანდის» მეთაური, რომლებსაც ქალაქში ხშირად «ათი ეშმაკი» ეწოდებოდა. სკოლისგან თავისუფალ დროს ისინი დაკავებულნი იყვნენ ხულიგნობითა და ყაჩაღობით, ზოგჯერ კი სტუმრობდნენ ქალებს.


კიდევ ერთი ასეთი ხულგინობა ბალთაზარისთვის პრობლემად იქცა. ხელისუფლებისგან მალვის დროს ახალგაზრდა თეოლოგმა თავი შეაფარა იმ ადგილს, სადაც უკვე იმალებოდა იანდრა დელა სკალა - მშვენიერი "ალქაჯი" რომლის დაწვასაც გეგმავდნენ ინკვიზიტორები. ახალგაზრდებს შორის მხურვალე გრძნობები გაჩნდა, ამიტომ როდესაც ისინი იპოვეს და დააპატიმრეს, ბალთაზარმა უყოყმანოდ მოკლა ორი მცველი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.

image

იანდრა დელა სკალას სავარაუდო პორტრეტი


ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ნადირობა მომავალ პაპზე. ქალაქის ყველა კუთხეს საფუძვლიანად ამოწმებდნენ - ნაბრძანები იქნა მოღალატის პოვნა და მისი კოცონზე გაგზავნა. მაშინ ბალთაზარმა ძველი ნაცნობების მეშვეობით მიაწოდა შეტყობინება მეკობრე მეგობრებს, რომლებიც სასწრაფოდ ჩავიდნენ ბოლონიაში მის გადასარჩენად. შემდეგ ისევ ზღვა, მეკობრეობა, ბუნტი, ცეცხლი, მკვლელობები, ძარცვა და გვამების გროვა. . როგორც ჩანს, ბალთაზარმა თავად უფალი განარისხა - ერთხელ მთელი მისი ფლოტი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.


მან პირობა დადო, რომ სანაპიროზე მიღწევის შემთხვევაში მღვდელი გახდებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად, იგი ხელში ჩაუვარდა კიდევ ერთ ანტიპაპს - ურბან VI-ს, იგი გამოირჩეოდა მჩაგვრელი ხასიათით, ზედმეტი სისასტიკით, სიკვდილით დასჯისა და წამების სიყვარულით. სხვათა შორის, სწორედ მისი მმართველობის დროს დაიწყო დიდი დასავლური სქიზმა. (საეკლესიო განხედთქილება)

image

ურბან VI



ისე მოხდა, რომ ურბან VI- მ ბალთაზარში მომავალი მემკვიდრე დაინახა. სიკვდილით დასჯის და წამების ჩასატარებლად მას თანაშემწე ესაჭიროებოდა, სადისტის პოსტი კი ჩვენს გმირს ხვდა წილად. როდესაც ურბანი გარდაიცვალა, ბალთაზარი, უკვე ცნობილი იყო მისი ნიჭიერებით, ბონიფაციუს IX-ის თანაშემწე გახდა, რამაც იგი კარდინალის წოდებამდე აიყვანა.

image

ბალთაზარ კოსა



ერთი წლის შემდეგ, ბონიფაციუსმა ახალ კარდინალს საპასუხისმგებლო დავალება მისცა - ბოლონიის მოსახლეობის დაშოშმინება, რომელთაც გაბედეს გამოყოფოდნენ პაპის სამფლობელოს. ბალთაზარმა გადაწყვიტა არ დაეღვარა ცრემლები მშობლიური ქალაქის გამო და დაამშვიდა თანამემამულეები, თანაც ისე, რომ პაპსაც კი გაუჩნდა შიში მის მიმართ. ვატიკანის მდივნის დიტრიხ ფონ ნიმის მოგონებებში ნათქვამია:


ბოლონიაში კოსამ 200-ზე მეტი ქალის შეცდენა მოახერხა. მისი საყვარლები, იყვნენ დაქორწინებული ქალები, ქვრივი გოგონები და მონაზვნები, რომლებიც მონასტრებში ცხოვრობდნენ. ზოგიერთ მათგანს იგი უყვარდა და საკუთარი სურვილით გახდა მისი საყვარელი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უხეშად გააუპატიურეს.


ამის მიუხედავად, ბალთაზარმა თავისი "დამსახურებისთვის" გულუხვი ჯილდო მიიღო - ახლა ბოლონია მას ეკუთვნოდა. ამასთანავე მან იზრუნა იმაზე, რომ მისი მეგობრები, რომლებმაც იგი ერთ დროს გასაჭირისგან იხსნეს, არ დარჩენილიყვნენ ნაწყენი. მან რინერი გუიჯი ეპისკოპოსად აქცია და სრულიად გაუნათლებელი ცალთვალა გუინდაჩო ბუონაკორსო კი უბრალო მღვდლად.

image

დრო გადიოდა, ბალთაზარს უკვე სწყინდებოდა «წვრილმანი საქმეები». წამყვანი როლის შესრულების დრო დადგა. მაშინ მსოფლიოში უკვე ორი პაპი იყო - ერთი ავინიონში, მეორე - რომში. ამიტომ, მესამე პაპის არსებობა პრაქტიკულად არავის აწუხებდა. მაგრამ ბალთაზარმა ვერ გაბედა ამ მაღალი თანამდებობის დაუყოვნებლივ დაკავება. მან ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დასაწყისისთვის პაპი გახდა პეტრე ფილარგი, რომელმაც მიიღო სახელი -ალექსანდრე V.


ალექსანდრე ტიარას ატარებდა მხოლოდ ათი თვის განმავლობაში, ვინაიდან იგი მოულოდნელად გარდაიცვალა, სავარაუდოდ ბალთაზარის დახმარებით. მაშინ უკვე მოწიფულმა მეკობრემ კვლავ გამოიძახა ყველა კარდინალი და გამოაცხადა, რომ ის მზად არის გახდეს ახალი პაპი იოანე XXIII- ის სახელით. და გახდა კიდეც.

image

იოანე XXIII- ის კარიკატურა - პაპი გამოსახულია როგორც ებრაელი მღვდელმთავარი, რომელმაც განაჩენი გამოუტანა იესო ქრისტეს



საბედნიეროდ, მას არ მოუწია ეკლესიისთვის დიდხანს ხელმძღვანელობა. ჭკვიანმა ადამიანებმა მალევე შენიშნეს, რომ წმინდა მამა იოანე XXIII, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ადამიანი არ არის. 1414 წელს იგი მივიდა კონსტანცის საკათედრო ტაძარში, რომლის მიზანი იყო რომის კათოლიკური ეკლესიის გაერთიანება და დიდი დასავლური სქიზმის დასრულება. სწორედ მაშინ, იოანეს მეთვალყურეობის ქვეშ, ცნობილი ჩეხი მქადაგებელი იან ჰუსი დაადანაშაულეს ერესში და კოცონზე დაწვეს.


მაშინ თითოეულ პაპს ჰქონდა იმედი, რომ იგი მსოფლიოში ერთადერთი გახდებოდა, და არც იოანე იყო გამონაკლისი. მაგრამ იმპერატორებმა, იერარქებმა და სხვა სერიოზულმა ადამიანებმა მათ მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს - დაამხეს ყველა პაპი, ზოგადად, და დანიშნეს ახალი - მარტინ V. ბალთაზარს ბრალი 74 მუხლით წაუყენეს, მათ შორის ინცესტი (სექსი საკუთარ შვილიშვილთან), გაუპატიურება, სიწმინდეებისა და საეკლესიო წოდებების გაყიდვა, ყაჩაღობა, მეკობრეობა, პაპ ურბანის მკვლელობა, წამება, მონასტრების გადაწვა და მრავალი სხვა.

image

ქვაკუთხედი ანტიპაპის საფლავზე, რომელიც მდებარეობს ფლორენციის სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში



ფიქრობთ, ისტორია დასრულდა? სულაც არა! რაღაც სასწაულის წყალობით, იოანემ გაქცევა მოახერხა, ხოლო როდესაც იგი დაიჭირეს და დააპატიმრეს, ციხიდან მცველების მოსყიდვით გამოვიდა. ბოლომდე შეინარჩუნა თავისი წარმოუდგენელი თავხედობა, თვითონ მივიდა ახალ პაპთან მარტინ V- თან და სთხოვა, რომ იგი ეპისკოპოსად დაენიშნა. და მან დანიშნა. ასე რომ, ბალთაზარმა კიდევ ოთხი წელი იცოცხლა «ბედნიერად» 1419 წლის 22 დეკემბრამდე, სავარაუდოდ კიბოთი გარდაიცვალა.


ბალთაზარის დამხობისა და გარდაცვალების შემდეგ, თითქმის 550 წლის განმავლობაში, არცერთ პაპს არ გაუბედავს იოანეს სახელის დარქმევა - ამდენად საზიზღარი იყო მისი პიროვნება. მხოლოდ 1958 წელს, კარდინალმა რონკალიმ, რომელიც ეკლესიის მეთაურად აირჩიეს, დაირქვა სახელი იოანე XXIII, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ კოსა არასოდეს ყოფილა ლეგიტიმური პაპი.






2
635
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
635
  
2020, 7 ოქტომბერი, 16:12
ამაზრზენი პიროვნება
2020, 7 ოქტომბერი, 15:00
საინტერესო სტატიაა, უამრავი წიგნია ამ პაპ-ავაზაკზე გამოცემული, დეგრადაციის პიკი იყო ეს არამზადა.
0 1 2