სხვა "რა მოხდა დღეს" - 5 ოქტომბერი 2020, 5 ოქტომბერი, 10:41 1975 წელს დაიბადა ინგლისელი მსახიობი ქეით უინსლეტი. 1965 წელს დაიბადა კანადელი ჰოკეისტი მარიო ლემიუქსი. 1936 წელს დაიბადა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. 1829 წელს დაიბადა ამერიკის პრეზიდენტი ჩესთერ ალან ართური. 2011 წელს გარდაიცვალა ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ჯობსი, პერსონალური კომპიუტერების ეპოქის პიონერი, რომელმაც დააარსა Apple და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიად გარდაქმნა. 1988 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა იმპიჩმენტის მოსმენებს პრეზიდენტ ბილ კლინტონის წინააღმდეგ. 1983 წელს პოლონეთის სოლიდარობის კავშირის ლიდერმა ლევ ვალენსამ ნიიღო ნობელის პრემია. 1969 წელს შედგა ბრიტანული სერიალის Monty Python's Flying Circus დებიუტი BBC -ზე, რამაც დიდი როლი ითამაშა სატელევიზიო კომედიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1961 წელს შედგა ამერიკული რომანტიული კომედიის " საუზმე ტიფანისთან" ჩვენება, ტრუმენ კაპოტეს რომანის ეკრანიზაცია. ფილმი განსაკუთრებულად ცნობილი ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობის გამო გახდა, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ჰოლი გეიტის როლს თამაშობს. 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ძალებმა ჰინდერბურგის ხაზი გაარღვიეს. 1882 წელს დაიბადა ამერიკელი პედაგოგი და გამომგონებელი ჰასტინგს გოდარდი, რომელიც თანამედროვე სარაკეტო სისტემების მამად ითვლება. 203 1-ს მოსწონს |