სხვა "რა მოხდა დღეს" - 4 ოქტომბერი 2020, 4 ოქტომბერი, 9:55 1946 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი სიუზან სარანდონი 1923 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჩარლტონ ჰესტონი. 1941 წელს დაიბადა ამერიკელი მწერალი ენი რაისი. 1895 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ბასტერ კიტონი. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ-1, რომელმაც დედამიწის გარშემო ბრუნვა 1958 წელს დაასრულა. ამ ფაქტმა გააძლიერა არა მარტო კოსმოსური ერას დაწყება, არამედ ცივი ომის პირობებში კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. 2014 წელს გარდაიცვალა ჰაიტელი პოლიტიკოსი ჟან-კლოდ დუვალიე (“Baby Doc”), რომელიც ჰაიტის პრეზიდენტი იყო 1971-1986 წლებში. ის პორტ-პრინცში გარდაიცვალა, სადაც როცა მას ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით ასამართლებდნენ. 1970 წელს ჰეროინის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი ჯენის ჯოპლინი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ხმითა და რეპერტუარით. 1853 ყირიმის ომი დაიწყო, როცა ოსმანელმა თურქებმა (შემდგომში ომში ჩაერთვნენ ინგლისი და საფრანგეთი) ომი რუსებს გამოუცხადეს. ომი ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა და რუსეთის დამარცხებით დასრულდა. 1582 წელს შეიქმნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც წლების განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ მიიღო. 1535 წელს მაილზ კოვერდეილის თაოსნობით დაიბეჭდა პირველი ინგლისურენოვანი სრული ბიბლია, თუმცა მისი დაბეჭვდის ადგილი ზუსტი არაა და ციურიხს (შვეიცარია) ან კიოლნს (გერმანია) ვარაუდობენ. 1190 წელს რიჩარდ I (ლომგული) ირუსალიმისკენ მიმავალი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს შეიჭრა შეიჭრა იტალიაში და დაიკავა მთავარი ქალაქი მესინა. 160 1-ს მოსწონს |