x
image
არჩილ ვერულიძე
ვინ იყვნენ კამიკაძეები

image

მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდნენ ამგვარი იაპონელი მფრინავები - კამიკაძე. 1945 წლის გაზაფხულზე ამერიკელები ცდილობდნენ ოკინავაზე კონტროლის დამყარებას. ამავე დროს, იაპონელი მფრინავი-კამიკაძეები მძიმე დარტყმებს აყენებდნენ ამერიკულ ძალებს ზღვაზე. ერთ-ერთმა იაპონელმა მფრინავმა, ლეიტენანტმა ჰარუო არაკიმ, მეუღლეს ბოლო გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა სიკვდილამდე ერთი თვით ადრე.ამ დროს აღელვებისგან ხელი აუკანკალდა. აი, ამ წერილის თარგმნილი ტექსტი: ”შიგეკო, ავად ხომ არ ხარ?


ჩვენი განშორებიდან ერთი თვე გავიდა. ბედნიერი სიზმარი დასრულდა. ხვალ ჩემს თვითმფრინავს პირდაპირ მტრის ხომადისკენ გავგზავნი. მდინარის გაღმა სხვა სამყაროში გავემგზავრები და რამდენიმე ამერიკელ ჯარისკაცს გავიყოლებ თან. მაპატიე, რომ ძალიან უგულო ვიყავი შენს მიმართ, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. გულს მიკლავს მომავალზე და ხანგრძლივ ცხოვრებაზე ფიქრი. იყავი ძლიერი და ბედნიერად იცხოვრე. ჩემი სიკვდილის შემდეგ, გთხოვ, საკუთარ თავზე აიღო მამაჩემზე ზრუნვა. მე ვცხოვრობდი სამართლიანობისა მარადიული პრინციპებისთვის. მე დავიცავ იაპონელ ხალხს მტრისგან, რომელმაც ალყაში მოგვაქცია.

საავიაციო პოლკის "მარადისობა" მეთაური ჰარუო არაკი.



ეს წერილი მფრინავმა-კამიკაძემ ჩირანის ავიაბაზაზე დაწერა, 1945 წლის 10 მაისს. მან მსგავსი წერილი გაუგზავნა მამამისს. მასში ის იტყობინებოდა, რომ ერთხელ გადაუფრინა მშობლების სახლს და იმედოვნებდა, რომ ის დაინახა მამამ. მფრინავი 21 წლის იყო.


მფრინავებს კამიკაძე უწოდეს ღვთიური ქარების საპატივცემულოდ, რომელიც იაპონელებს მე-XIII საუკუნეში მონღოლთა ხომალდების განადგურებაში დაეხმარა. მფრინავი-კამიკაძეები, ისევე როგორც მათი წინაპრები ატარებდნენ თეთრ სახვევებს, რომელსაც ამომავალი მზის ემბლემა ჰქონდა.

image

ამ მფრინავის ბედი უცნობი დარჩა, თუმცა შესაძლებელია მისი თვითმფრინავი 11 მაისს დაეცა ვიცე-ადმირალ მიტჩერის ფლაგმანურ ავიამზიდზე და 396 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჰაურო იყო ერთ – ერთი 2 000 იაპონელი სამხედრო მოსამსახურეთაგანი, რომლებიც დაიღუპნენ კამიკაძეების შეტევების დროს ოკინავასთვის ბრძოლაში. ეს კუნძული იაპონიიდან 400 მილის დაშორებით მდებარეობდა.


ოკინავა გახდა გადამწყვეტი ბრძოლის ველი, სადაც შესაძლოა ომის მსლელობაში გარდატეხა მომხდარიყო. იაპონელების გეგმას წარმოადგენდა, რაც შეიძლება მეტი ამერიკული სამხედრო ხომალდის ჩაძირვა. იაპონიის ხელმძღვანელობას მიაჩნდა, რომ თუ ამერიკული ფლოტი დატოვებდა ტერიტორიას და მხოლოდ სახმელეთო ჯარები დარჩებოდნენ, მაშინ ადვილი იქნებოდა მათი განადგურება ოკინავაზე. მაგრამ იაპონელებმა ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად დიდი რაოდენობის კამიკაძეებისა, რომლებიც თავს ესხმოდნენ საზღვაო ხომალდებს და თვითმფრინავებს.


ამერიკელებისა და მოკავშირეთათვის რთული იყო კამიკაძეების ფსიქოლოგიის გაგება. მათი აღზრდა გაჟღენთილი იყო ცხოვრების სიწმინდის იუდეო-ქრისტიანული ტრადიციით. მოკავშირეებს საგონებელში აგდებდა იაპონელი ჯარისკაცების საქციელი. ეს შოკისმომგვრელი იყო მათი გაგებით.


მაგრამ კამიკაძეების ისტორიის მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა - "თვითმკვლელობა" იაპონელებითვის ყოველთვის არ ატარებს ნეგატიურ დატვირთვას, ისე როგორც, მაგალითად, ამერიკელებისათვის. იაპონურ ენაში არსებობს ამ სიტყვის ორი ვერსია, თვითგამორკვევა და თვითშეფასება, რაც საზოგადოების საკეთილდღეოდ კეთილშობილურ ან დამსახურებულ ქმედებას გულისხმობს.


საინტერესოა ისიც, რომ იაპონურ ტრადიციულ რელიგიაში - შინტოიზმში არ არსებობს თვითმკვლელობის ეთიკური და რელიგიური აკრძალვები, მაგალითად, როგორც ქრისტიანობაში. იაპონელებს აქვთ მეომარი-სამურაების ბუშიდოს კოდექსი. მასზე ძლიერ გავლენას ახდენს შინტოიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, სადაც პატივს სცემენ თავგანწირვას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას სახელმწიფოსა და იმპერატორის სახელით.

image

იაპონელებისათვის დანებება უღირს საქციელად არის მიჩნეული, რის გამოც ისინი ასე სასტიკად ექცეოდნენ სამხედრო ტყვეებს. იაპონელ სამხედროებს სჯეროდათ, რომ თუ ისინი ბრძოლის ველზე დაიღუპებოდნენ, გახდებოდნენ - კამი ( იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას). დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტოკიოს იასუკუნის სალოცავში შეუერთდებოდნენ სულებს.


ამიტომ, როდესაც სპეციალური კორპუსის "ღვთაებრივი ქარის" კამიკაძე-მფრინავები ბრძოლის წინ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, ამბობდნენ რომ ისინი იასუკუნის სალოცავში შეხვდებოდნენ. სკოლის მოსწავლეები ხშირად ხელის დაქნევით აცილებდნენ მფრინავ-კამიკაძეებს სამხედრო ოპერაციაზე. როდესაც დაღუპული მფრინავის ორსულ მეუღლეს შიგეკო არაკის ჰკითხეს, თუ როგორ რეაგირებდა იგი ქმრის გარდაცვალებაზე, ქალმა უპასუხა, რომ მას შერცხვებოდა ცხოვრების გაგრძელება, თუ მისი ქმარი სხვაგვარად მოიქცეოდა. თვითონ კი ქარხანაში მუშაობდა.


იქ მათ ასევე ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მოეკლათ მტრის ჯარისკაცები ბასრი ბამბუკის შუბების დახმარებით, თუ ისინი ტერიტორიას იკავებდნენ. მას სჯეროდა, რომ ქმარმა სიცოცხლე ქვეყნის დაცვას შესწირა. იგი უფრო მეტად სწუხდა იმაზე, რომ ქმრის მსხვერპლი უშედეგო არ აღმოჩნდა და მან შეძლო ამერიკული ხომალდის ჩაძირვა. თუ არა, მაშინ ის ტყუილად იწვა ოკეანის ფსკერზე ოკინავას მახლობლად. (მეეჭვება ფსკერამდე ჩაეღწია).


მაგრამ ჩვენს დროში არ არსებობს ერთაზროვანი მოსაზრება კამიკაძეების შესახებ. ითვლება, რომ მათი შეტევების მხოლოდ 10% იყო წარმატებული. დღეისთვის ასეთ ისტორიებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ამერიკელები დღესაც მიიჩნევენ, რომ კამიკაძე-მფრინავების ტაქტიკა უაზრო და გიჟურია. ეს აზრი იაპონელებშიც კი არსებობს. ისინი თვლიან, რომ კამიკაძეები დანაშაულს სჩადიოდნენ მათი ახლობლების მიმართ.


სხვები, პირიქით, კამიკაძეებს ნამდვილ გმირებად თვლიან, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იაპონიისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს კამიკაძე-მფრინავები მხოლოდ 17-დან 24 წლამდე იყვნენ და ისინი თავს სწირავდნენ თავიანთი ქვეყნისთვის. მათ უმეტესობას არ ჰყავდა მეუღლეები და შვილები, რომელთათვისაც თავის გადარჩენა ღირდა.


ამაზე მიუთითებს გადარჩენილი ოთხი კამიკაძედან ერთ–ერთი, 94 წლის იამადა. ის რაზმს 17 წლის ასაკში შეუერთდა. კიდევ ერთი გადარჩენილ კამიკაძეს ძალიან გაუხარდა, როდესაც მისი თვითფრინავის ძრავას პრობლემები შეექმნა და იგი აიძულეს აეროდრომზე დაბრუნებულიყო.


დღეს კამიკაძეებს ტერორისტ-თვითმკვლელებს უწოდებენ. მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კამიკაძეებთან. იაპონელები განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან ამის გამო - "ღვთიური ქარი" მათთვის წმინდაა.

0
348
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0